ვაკომ ისევ გაიტანა - "ულსანმა" 1 კვირაში ორი 1/2-ფინალი წააგო...

AutoSharing Option
ვაყო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" სამხრეთ კორეის თასის ნახევარფინალის ერთრაუნდიან შეხვედრაში "იონამთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა - 1:2, ქართველმა ლეგიონერმა კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

სტუმრები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ზე, სხვაობა ორამდე გაზარდეს. ყაზაიშილმა მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა, თუმცა "ულსანმა" მეტის მიღწევა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, რაც შედეგში ვერ ასახეს, "იეონამმა" კი კარში ორივე დარტყმა გოლად აქცია.

შეგახსენებთ, ქართველი შემტევის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგასაც ამ სტადიაზე დაემშვიდობა, კორეის ჩემპიონატში კი საჩემპიონო ექვსეულის
პირველ მატჩს 31 ოქტომბერს გამართავს. ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონი შედეგიანი აქვს - 8 გოლისა და 3 შედეგიანი პასის ავტორია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული