"კარგია, რომ გასულ ზაფხულს ევროპაში არ წავიდა..." - რუსული მედია ხვიჩაზე

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, ყაზანის "რუბინი" ცსკა-ს უმასპინძლებს. მოსკოველებს, რომელთაც ყაზანელთა თავკაც ლეონიდ სლუცკის ყოფილი ასისტენტი ალექსეი ბერეზუცკი ავარჯიშებს, წარმატებული სერია აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გუნდს კი უკვე 5 შეხვედრაა, არ გაუმარჯვიათ. 

sportbox-ი მატჩის პრევიუს გვთავაზობს:

"რუბინის" არასასურველ შედეგებზე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდმა ფორმამაც იმოქმედა. მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბს მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს. კვარაცხელიას ჯერ არ შეუძლია სტაბილური ფეხბურთის ჩვენება. ამიტომ კარგია, რომ გასულ ზაფხულს ევროპაში არ წავიდა. ბოლო მატჩებში ხვიჩამ თითქოს ხელახლა დაიწყო
გააქტიურება. ფლანგზე მისმა წარმატებულმა ქმედებებმა "ლოკომოტივთან" (2:2) მეორე გოლი მოიტანა, ხოლო "უფასთან" მატჩში (1:1) საგოლე პასი შეასრულა (მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა). ამის წყალობით, "რუბინმა" ქულების მოპოვება დაიწყო.

სირთულეები ცსკა-ს წინააღმდეგ


პრობლემების მიუხედავად, "რუბინის" სტილი იგივე დარჩა - უყვარს ბურთის კონტროლი და უფრო მეტად პირველ ნომრად თამაშობს. შესაძლოა, ამჯერადაც სლუცკი სწორედ ასეთ ტაქტიკას ამჯობინებს, იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა ყაზანში გაიმართება. "რუბინმა" "ლოკომოტივთან" 2-გოლიანი უპირატესობა გაანიავა, ცსკა-მ კი მიმდინარე სეზონში ჩამორჩენის გაბათილება რამდენჯერმე შეძლო."

შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

alt"აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა..." - ცნობილი რუსი მსაჯი ხვიჩაზე საუბრობს

altკვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია,რომ არ წავიდა?ვისთვის?ევროპაშიც შესაძლოა დაემტვრიათ,ხვიჩა,მაგრამ მოედანზე მეტოქის მწვრთნელი,იმის ყვირილს მაინც არ დაუწყებს თავის ფეხბურთელებს,რომ ფეხებში შემოჰკარითო და არც იმდენ ლაფს და სიძულვილს შეანთხევდნენ ტრავმირებულ ბიჭს,რამდენსაც რუსები და ჩვენ ვანთხევდით.ხვიჩამ თავისი თამაშით,მაყურებელი დააბრუნა ყაზანის სტადიონზე და ამის შემხედვარე, სხვა თანაგუნდელებმაც დაიწყეს სანახაობრივი ფეხბურთისაკენ გადახრა.დღეს მარცხენა მცველი სამოშნიკოვი,უკვე რუსეთის ნაკრების ფეხბურთელია და მისი ფლანგური გარღვევები,ზოგჯერ ტყუპისცალივით ჰგავს,ხვიჩას გარღვევებს.
სოსო
14:52 30-10-2021
0
20 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თამაში ჩაუვარდა და სრული სენსაცია შექმნეს იქეთ რუსებმა აქეთ ქართველებმა :დ
ზოგმა უკვე კარიერაც დაუმთავრა.
ნეტა ამ კომენტარებს არ კითხულობდეს :დდ
Herbst
14:20 30-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული