sportbox-ი მატჩის პრევიუს გვთავაზობს:
"რუბინის" არასასურველ შედეგებზე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდმა ფორმამაც იმოქმედა. მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბს მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს. კვარაცხელიას ჯერ არ შეუძლია სტაბილური ფეხბურთის ჩვენება. ამიტომ კარგია, რომ გასულ ზაფხულს ევროპაში არ წავიდა. ბოლო მატჩებში ხვიჩამ თითქოს ხელახლა დაიწყო
სირთულეები ცსკა-ს წინააღმდეგ
პრობლემების მიუხედავად, "რუბინის" სტილი იგივე დარჩა - უყვარს ბურთის კონტროლი და უფრო მეტად პირველ ნომრად თამაშობს. შესაძლოა, ამჯერადაც სლუცკი სწორედ ასეთ ტაქტიკას ამჯობინებს, იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა ყაზანში გაიმართება. "რუბინმა" "ლოკომოტივთან" 2-გოლიანი უპირატესობა გაანიავა, ცსკა-მ კი მიმდინარე სეზონში ჩამორჩენის გაბათილება რამდენჯერმე შეძლო."
შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
"აქ მეორე მომენტიც არის და ეს კვარაცხელიაა..." - ცნობილი რუსი მსაჯი ხვიჩაზე საუბრობს
კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]
ზოგმა უკვე კარიერაც დაუმთავრა.
ნეტა ამ კომენტარებს არ კითხულობდეს :დდ