![](https://sportall.ge/pictures/image5/4a2996e7b75da445a1a1bc9dd8ca3cbd.jpg)
„ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სასტარტოში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა დააყენა, ნიკა ნინუა კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ანგარიში 37-ე წუთზე მილოშ დელეტიჩის პასით კაჭარავამ გახსნა, რომელმაც "ანორთოსისში" გოლი 665 დღის შემდეგ პირველად გაიტანა - მაშინ აეკ-ი დაამწუხრა.