რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.
მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.