"რუბინმა" ცსკა ბოლო წამებზე დაამარცხა - კვარაცხელია სიმულაციისთვის გააფრთხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.

მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.

ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ხვიჩა,თავში რა აგივარდეს,ჯერ არაფერი ხარ,მაგრამ უნდა დადგე.
სტატუს ქუო
16:37 30-10-2021
10
დიდი პოტენციური შესაძლებლობები გაქვს ხვიჩა და თვითონაც იცი რომ სამუშაო და დასახვეწი ძალიან ბევრი გაქვს. თამაშის წაკითხვა, მინდვრის ხედვა, კარში დარტყმა , ბევრი ძალიან ბევრი გაქვს სამუშაო და არ დაიზარო და ათმაგად დაგიბრუნდება ეგ შრომა. დიდი მომავალი გაქვს და არ დაკარგო.
არტ
18:19 30-10-2021
1

სიახლეები პოპულარული