რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მიხაილ კოსტიუკოვმა 90+2 წუთზე გაიტანა.
მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა. 37-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "კვარა" სიმულაციისთვის გააფრთხილა.
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ ყაზანური გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა, ცსკა კი 23 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
"რუბინი" მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.
მეტი რაღა უნდა ქნას ამ რუსეთში, რა უნდა დაამტკიცოს, მარტო ვერ გახდის გუნდს ჩემპიონს, თავიც რო მოიკლას ყოველ თამაშზე. ჩემი აზრით რუსეთში უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს .
წინ მთელი კარიერაა!!
ორონ რუსეთში არა!
პრესა ცალკე ცდილობს მუდმივად წნეხში ამყოფოს, მსაჯები მის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ , დღეს იქეთ მისცა ყვითელი სიმულაციისთვის, ძალიან ცუდად მენიშნა ეგ, აწი უფრო მოუხშირებენ წესების დარღვევას და იქეთ დააბრალებენ.
17 წლის ბავშვი იყო, რუსეთში რომ წაიყვანეს, მაგ დროს დამოუკიდებლად ხელსაც ვერ მოაწერდა ვერაფერს. მე არვიცი რატომ იფიქრეს ასე პატარა ასაკში წაეყვანათ ცივ რუსეთში თან ჩვენს მტერ ქვეყანაში, როცა პორტუგალიაში წასვლის დიდი შანსი იყო, ალბათ ვინც ეს გადაწყვიტა იმან უკეთ იცის და ჩემზე მეტად უნდა მისი წარმატება. უბრალოდ იმდენად ვგულშემატკივრობ კვარას, რომ როგორც ქომაგს მეთქმევინება მსგავსი რამეები.
შარშანაც დავწერე და არ გამომიქვეყნეს რომ რუსეთის ფეხბირთი არის ერთი დიდი მაფია რომელიც ემორჩილება კრემლს და პოლიტიკას. ხვიჩას არ გაახარებენ მეთქი ვთქვი. შეგნებულ დისკრიმინაციას მიმართავენ მალე მეთქი და ეგრეა ზუსტად. მიზეზებს თქვენ თვითონ მიხვდით...
კარგით რა