sport24: რა მოუვიდა ხვიჩას - ასეთი თამაშით ის ევროპაში ვერ წავა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე ცსკა 1:0 დაამარცხა. ყაზანურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩვეულად აქტიური ვერ იყო და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ნამატჩევს ქართველს სტატია sport24-მა მიუძღვნა.

ორი წლის წინ „რუბინის“ ვარსკვლავი ევროპულ გრანდებს სურდათ, ახლა პარტნიორებიც კი აკრიტიკებენ. რა მოუვიდა ხვიჩას

ასეთი თამაშით ის ევროპაში ვერ წავა

"ყაზანის „რუბინმა“ რთული საშინაო გამარჯვება მოიპოვა ცსკა-სთან. ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. თავი შეცვლაზე შესულმა მიხაილ კოსტიუკოვმა გამოიჩინა. მას საგოლე გადაცემა სეად ჰაკშაბანოვიჩმა გაუკეთა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა.

ბოსნიელი თანდათან ყაზანელთა ყველაზე შესამჩნევ და სასარგებლო ფეხბურთელად ყალიბდება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, ვინაც ცოტა ხნის წინ ბრწყინავდა, ჩრდილში ექცევა. ქართველმა Whoscored-ისგან სასტარტოს ფეხბურთელებიდან მხოლოდ ონუგჰაზე მაღალი შეფასება მიიღო - 6.9. „კვარას“ 4 დრიბლინგიდან მხოლოდ 1 გამოდგა წარმატებული, ორჯერ მისი დარტყმული კარს ასცდა, 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა, დანარჩენ შემთხვევებში კი ნაკლებად შესამჩნევი იყო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგიდან ევროპის ტოპურ ჩემპიონატში გადასვლის პირველი კანდიდატი გახლდათ. ქართველი გარემარბი თავისი ფინტებით მცველებს ამცირებდა და ლამაზ გოლებს იტანდა. მისი თამაში გულგრილს არავის ტოვებდა.

სეზონის დასრულებისას ხვიჩას გამგზავრება გარდაუვლად მოჩანდა. ამაზე პირდაპირი ტექსტით ლაპარაკობდა მისი მამა ბადრი კვარაცხელია: „მე შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ხვიჩა ზაფხულში აუცილებლად დატოვებს „რუბინს“. მე შემიძლია ქართველებს ვუთხრა, რომ ჩემი შვილი „რუბინში“ არ დარჩება“.

წერდნენ „მილანის“, „დორტმუნდისა“ და „იუვენტუსის“ დაინტერესებაზე, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, კვარა კი არსად არ წავიდა. როგორც Calcio Mercato წერდა, პოტენციური მყიდველები სატრანსფერო ფასმა, 20-მა მილიონმა ევრომ დააფრთხო.

სტატისტიკური შედარება გასულ სეზონთან შედარებით თამაშის ვარდნაზე თვალსაჩინოა. ხვიჩა პარტნიორებისთვის ნაკლებ მომენტებს ქმნის და უფრო ხშირად კარგავს ბურთს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დაცვაში უფრო ნაკლებს არ მუშაობს.

პრობლემები შეექმნა რეალიზაციასთან დაკავშირებით - ამ კომპონენტში ასეთი ცუდი მაჩვენებელი რუსეთში ჯერ არ ჰქონია. ძალიან შეუმცირდა xGhain-ის და xGBuildup-ის მაჩვენებლები - შეტევის გავლენა დამაგვირგვინებელ სტადიაში მონაწილეობის გარეშე.

ყველაზე სამწუხარო შედეგიანობის ვარდნაა. ამ სეზონის 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა (ისიც ივლისში) და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რაში მდგომარეობს ხვიჩას ცუდი თამაშის მიზეზი? არ ვიცი. მას გაცილებით უჭირს და გასაგებია, რომ ის აჟიოტაჟიც ახდენს გავლენას, რომელიც კარგა ხანი მის გარშემო იყო ატეხილი. მეორე სეზონის გამოცდა ყველაზე რთულია. ჯერ ჩვენ ყველანი ამის გადალახვას ვერ ვახერხებთ“, - ამბობს მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ვერ გაიგეს, რა ემართება ხვიჩას მისმა თანგუნდელებმა. აი, რა თქვა ოქტომბრის დასაწყისში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ წაგების შემდეგ მეკარე იური დიუპინმა: „ძალიან ხშირად "იჩხირებოდა სიფართოვეში", მან კი იცის, რომ უკვე უნდა ითამაშოს, შორეული ძელი ჩაკეტოს, მე მას ვუყვიროდი, ვუყვიროდი, მან კი გაცუდებული პენალტის შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და საერთოდ მიატოვა თამაში.

თუმცა, „რუბინში“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტუაცია ესმით და მზად არიან კვლავაც გამოუცხადონ ნდობა. მეტიც, სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია უახლოეს ზამთარში კლუბს დატოვებს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
შთაბეჭდილება მრჩება რომ მას ძალიან უნდა წასვლა რუბინიდან და აქედან გამომდინარე არის ეს ყველაფერი.
ხვიჩას უნდა წასვლა და თამაშობს ისე როგორც თამაშობენ წამსვლელი ფეხბურთელები.
გიო
02:22 31-10-2021
0
წინა თამაშებში მშვენივრად გამოიყურებოდა, მოდი მივცეთ უფლება 20 წლის ფეხბურთელს რომ ხანდახან ვერ იყოს სტაბილური. იმედია ყოველი თამაშის შემდეგ სტატიები მისი კარიერის დასრულებაზე და ასე შემდეგ მალე მობეზრდებათ :დ
ჩაიგდეს ხელში და ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ მოკლედ :დ
Skeleton
23:01 30-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული