"ფილიგრანული კვარაცხელია ჩემოდნებზე? - გუნდის იგნორირება არ შეიძლება" - რუსული მედია

AutoSharing Option
Sportbox-მა "რუბინისა" და ცსკა-ს მატჩში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩიდერ ეჯუკეს თამაში შეაფასა:

იყო კი ხვიჩა?

"სხვა რამეების გარდა, ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო ინტრიგით იყო. მოედანზე რუსეთის ჩემპიონატის ორი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი შეიყარა - ხვიჩა კვარაცხელია და ჩიდერ ეჯუკე. ვინ უფრო სასარგებლოა? შედარება ყაზანელის სასარგებლოდ არ გამოვიდა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედნიდან გამარჯვებული ხვიჩა გავიდა.

ჩემოდნებზე?

მოედანზე უფრო შესამჩნევი მოძრავი არმიელი გახლდათ, რასაც მის ქართველ კოლეგაზე ვერ ვიტყვით, რომელიც მის მსგავს პოზიციაზე თამაშობს და იგივე ფუნქციებითაა დატვირთული. ის შემადგენლობაში
თითქოს არც იყო, რაც, სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს ხშირად ხდება და შეტევათა უდავო ლიდერის საშემოდგომო სევდაში, გავრისკავ დამტკიცებას, "რუბინის" მრავალი პრობლემა იმალება.

გუნდმა მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას სწრაფი გარღვევების გარეშე გამტანი ძალა დაკარგა, გარკვეული პერიოდიდან მისი ფრთიდან ცენტრში შეწევა კარში შემდგომი დარტყმებით ვერ აგდებენ საგონებელში  მცველებს და მარდ გარემარბს საფეხბურთო ესთეტები აღფრთოვანებაში ვერ მოჰყავს თავისი ფილიგრანული დრიბლინგითა და ტრიუკებით. დარჩა მხოლოდ აქტიურობის იმიტაცია და ოპონენტთა მიერ უხეშობის ზღვარზე შეჩერებული ფინტების გამო მსაჯებისადმი აპელაცია.

არმიელებთან მატჩისას ფორვარდმა ძველებურად მხოლოდ ერთხელ შეგვახსენა თავი - 58-ე წუთზე ქუსლით ეფექტურ პასს კინაღამ გოლი მოჰყვა. ცოტაა, დაგვეთანხმებით, რომლის გარეშე ყაზანელთა ფანტაზიას მოკლებულ შეტევას უბრალოდ არ ძალუძს მეტოქის კარზე პერმანენტული ზეწოლა განახორციელოს.

რა ხდება ქართველი ლეგიონერის თავს - გვრჩება მხოლოდ ფიქრი და მკითხაობა. ჩემოდნებს ალაგებს? კეთილი მგზავრობა: ის არც პირველია და არც უკანასკნელი, თუმცა რაღაცნაირად სოლიდური არ არის ასე დემონსტრაციულად გუნდის ინტერესების იგნორირება, რომელმაც შენ ამდენი მოგცა. ისეთი "წვრილმანის" გახსენება, როგორიც პროფესიონალიზმია, საჭირო არ არის?

მკითხველის კომენტარები / 34 /
აჰა,კიდევ ერთი საიტი გამოუხტა.ჩვენ ყოველ თამაშში დაუნდობლად დაგამტვრევთ,შენ კი შენი თამაშით გვასიამოვნეო.არ გიდოდათ რძე და ყველი?ახლა ჭამეთ ყველი და პური.ან მაგ თამაშში რა დაუწუნეს ხვიჩას?მის ფლანგზე ცსკას 4 ადამიანი ჰყავდა მობილიზებული,ხვიჩას და სამოშნიკოვის წინააღმდეგ,მათ შორის ფერნანდესიც,რომელიც ალბათ საუკეთესო მცველია რუსეთში და შეტევაშიც ძალიან სახიფათოა.რუბინს კაპიტანი ურემოვიჩი არ ჰყავდა და მის პოზიციას,ხვან ინ ბომი ჰფარავდა.შედეგად მისი შეტევაში მონაწილეობა საკმაოდ შეზღუდული იყო.სხვა დროს,როცა რუბინს ცოტა ტრავმირებულები ჰყავდა,ხვიჩა ძალიან აქტიურად თამაშობდა და ბოლო წუთებზე მას სცვლიდნენ.ამჟამად რუბინს ძირითადი შემადგენლობის იქით,თითქმის არავინ ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი,მით უმეტეს,შეტევაში და ხვიჩამაც იცოდა,რომ მას თამაშის ბოლომდე ვერავინ შეცვლიდა.ცსკას ტრავმირებულები თოთქმის არავინ ჰყავდადა ისედაც გაცილებით გრძელი სკამი აქვთ.ასე რომ რუბინი ვალდებული იყო ენერგიის ხარჯვაშიც ძალიან ეკონომიური ყოფილიყო და ამან გაამართლა.თითქმის მთელი თამაში ცსკა უფრო მოძრავი და აგრესიული ჩანდა,მაგრამ დასკვნით 10 წუთში რუბინმა მოუმატა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.ხვიჩამ დიდი დრიბლინგები ვერ გააკეთა ,მაგრამ რამდენჯერმე კარგი ჩაწოდებაც გააკეთა და სახიფთო პოზიციიდან,კარშიც დაარტყა(სამწუხაროდ არაზუსტად).89 წუთზე კი საკუთარი ნახევრიდან საჯარიმოში გააკეთა ისეთი სპრინტი,რომ მეგონა გული წაუვიდოდა.სამწუხაროდ პასი ცოტა ძლიერად და არაზუსტად მიაწოდეს,მაგრამ ამით ხვიჩას თავგამოდებას არაფერი აკლდება და თამაში არ უნდოდაო,აქედანაც ჩანს,რომ მტკნარი ტყუილია.როცა ბურთი მარცხენა ფლანგზე გადადიოდა,იქ სამოშნიკოვ-კვარაცხელიას დუეტს,3 ან 4 კაცი ხვდებოდა და ყველა შესაძლო პასის თუ შეტევის მიმართულებას კეტავდა.აქედან ერთი კაცი,პირით ხაზს კეტავდა,რომ ერთმანეთისთვის პასი ვერ მიეცათ,დანარჩენები კი,პრესინგზე მიდიოდნენ.ამის მიუხედავად ხვიჩამ მაინც მოახერხა რამდენიმე მწვავე პასის ჩაწოდება და ანოგხას ცოტა ზუსტად რომ დაერტყა დასწრებაზე თავური,ანგარიშიც გაიხსნებოდა.რუბინს კარის წინ არ ჰყავდა კაცი,ვინც ჩაწოდებას დახვდებოდა და კარში გადაგზავნიდა და როცა მატჩის ბოლოს ჩისტიაკოვმა ეს შესძლო,გოლიც გაიტანა.კი,ხვიჩა დრიბლინგებით არ ბრწყინავდა ამ თამაშში,მაგრამ სამაგიეროდ ბოლომდე იმუშავა დაცვაში და ნახევარდაცვაში.ხვიჩა რომ გააფრთხილეს მაშინაც ხომ გამოჩნდა მსაჯის დამოკიდებულება.კონტაქტი აშკარად იყო და სიჩქარეზე სრულიად ბუნებრივი იყო,ხვიჩას დაცემა,ან რატომ არ უნდა დაცემულიყო,როცა უფრო ნაკლებ კონტაქტზეც ნიშნავენ პენალტს,პენალტამდე ალბათ მართლაც ვერ ჰქაჩავდა,მაგრამ ეს სიმულაცია ნამდვილად არ იყო.თუმცა მსაჯმა ხვიჩა გააფრთხილა. ხვიჩამაც გაიგო,რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა და შესაძლოა გაეძევებინათ კიდეც.სწორედ ამიტომ დავწერე დასაწყისში.ახლა ჭამონ მეთქი,ყველი და პური.არ უნდათ ლამაზი თამაში და ძალია?!რაც არ უნდათ,ღმერთმა ნუ მისცეთ.გაუშვით ხვიჩა,თქვენც დაასვენებთ თვალებს, ჩვენც გავიხარებთ და ხვიჩაც შეისრულებს ევროპაში წასვლის სურვილს
სოსო
21:33 31-10-2021
0
თავს არ ანებებს რუსული პრესა ამ ბიჭს. სხვებზე არაფერს წერენ მარტო ხვიჩას კრიტიკით არიან დაკავებული? ასეთი განხილვადი ფეხბურთელი არ გვყოლია დიდი ხანია, ერთი მხრივ კარგიც არის მაგრამ, ამ ბიჭის ნერვებზე თამაშობენ.
იმედია ამ ყველაფერს გაუძლებს.
წინა თამაშები მშვენივრად გამოიყურებოდა, ყველა თამაშში ვერ იქნება სტაბილური, 20 წლისაა ჯერ და მთელი კარიერა წინ აქვს.
შეეშვით უბრალოდ!
Herbst
21:35 31-10-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული