ხვიჩა მსოფლიოს დრიბლიორებში მეშვიდეა

AutoSharing Option
CIES Football Observatory-მ, რომელიც საფეხბურთო სფეროში გამოკვლევებს ატარებს,  InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე სეზონის მსოფლიოს 33 ლიგის ყველაზე აქტიური დრიბლიორების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგი ფეხბურთელთა 100 წუთის განმავლობაში წარმატებული დრიბლინგის მიხედვით შეადგინეს, რომელშიც "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

პირველ ადგილზე ადამა ტრაორეა ("ვულვერჰემპტონი", 11.2), მეორეზე - ნაუელ ლუანი ("უნივერსიდად დე ჩილე", 9.7), მესამეზე - ჩიდერ ეჯუკე (ცსკა, 9.3), კვარაცხელიას ანგარიშზე 7.6 წარმატებული დრიბლინგია.

და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს და წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისი მაჩვენებელი
ფორმაში ჩადგომის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ორ მაჩვენებელს აქვს მნიშვნელობა:
1) საქართველოს ნაკრებთან ერთად რას მოიგებს;
2) როდის გადავა დიდ გუნდში(ბარსელონა, მილანი...) და რას მოიგებს დიდ გუნდთან ერთად.
ქ. გ.
11:34 02-11-2021
0
ნეიმარი ალბათ ბოლო ადგილზეა!
ავთო
08:52 02-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული