ქეცბაია: გუნდის გაძლიერებამდე უშანსოდ ვარ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე „ფლორასთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ (2:2) კომენტარი „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

„კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან როდესაც მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობას ასე მარტივად აძლევ, ეს ადვილი არ არის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ორ მატჩში მოწინააღმდეგეს ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. ფეხბურთელები, რომლებიც ამდენი ხანია თამაშობენ, არ შეიძლება ასეთ შეცდომებს უშვებდნენ. გუნდის დაცვითი სისტემა არ მუშაობს.

ჩვენ ახლა არაფრის გაკეთება
არ შეგვიძლია, ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები გრძელდება. სანამ გუნდის გაძლიერების შანსი არ მექნება, ვერაფერს გავაკეთებ. იმაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე სახლში პირველი შეხვედრისას. მარცხი არა ტაქტიკის, არამედ ინდივიდუალური შეცდომების ბრალია“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო არ ატამასჰებტ ნინუას დგეს იმდენი ჯარიმა დაიდო რომელიც სჰეილებოდა გოლად ექცია, ცოტა უცნაურია პრესპექტიულ ფეხბურტელს ერტი წუტი არ ატამასჰებდე
nuri
05 ნოემბერი 2021 03:15
5
ტიპმა გუნდი მოხოდა-ორივე თამაშს 2-0 იგებდნენ.მერე იმაიმუნეს და გააიქსეს.
აქედანაც იმასუშვებიან და იქიდანაც.
Levani
04 ნოემბერი 2021 23:59
1
Es kaci sul vixacas rogor abralebs kvekafers.
Gio
04 ნოემბერი 2021 23:03
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული