„კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან როდესაც მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობას ასე მარტივად აძლევ, ეს ადვილი არ არის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ორ მატჩში მოწინააღმდეგეს ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. ფეხბურთელები, რომლებიც ამდენი ხანია თამაშობენ, არ შეიძლება ასეთ შეცდომებს უშვებდნენ. გუნდის დაცვითი სისტემა არ მუშაობს.
ჩვენ ახლა არაფრის გაკეთება
არ შეგვიძლია, ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები გრძელდება. სანამ გუნდის გაძლიერების შანსი არ მექნება, ვერაფერს გავაკეთებ. იმაზე მეტად იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე სახლში პირველი შეხვედრისას. მარცხი არა ტაქტიკის, არამედ ინდივიდუალური შეცდომების ბრალია“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.
აქედანაც იმასუშვებიან და იქიდანაც.