რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".
ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.
მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.
საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი.
ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება.
ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული.
იმედია ასე იქნება
პრესაში დაიწერა უკვე.
ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.
კიდე ხომ არაა საშიშროება რომ გადაიხედოს და დასაჯონ რანდენიმე მატჩის გამოტოვებით?
ნაკრებში კარგად ითამაშებს.