"რუბინის" სასტიკი მარცხი - ხვიჩას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".

ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.

მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სლუცკის ალბათ გაუშვებენ ამდენი წაგების მერე, მაგრამ ვინ მოვა და კვარას როგორ მოექცევა ჩვენ მარტო ეგ გვაინტერესებს. კვარა არ იყოს მანდ და რუსული გუნდისკენ როგორ გავიხედავდით რომელიმე.
Winter
20:17 07-11-2021
1
რუსებიც აღიარებენ უკვე, მარტო ხვიჩამ რა ქნასო, კიდე კაი რომ ამას მიხვდნენ. ცოდოა ეს ბიჭი, ჭ კლასის გუნდელები ჰყავს, ვინ გაიმეტა წელსაც რუბინში თამაშისთვის, უდიდესი შეცდომა დაუშვეს მისი დატოვებით. უკან წავიდა გუნდი მთლიანად, წინა სეზონში ხვიჩას ხარჯზე ევროტურნირზე მოხვდნენ და ახლა რა ხდება? თუ ვინმესთან შეთამაშებული იყო და კლასით ასე თუ ისე მაღლა იდგა, ის ფეხბურთელები ყველა გაუყიდეს. დარჩა მარტო დაბალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად.
ზამთარში თუ არ წავიდა, სრულად დაკარგავს მოტივაციას
პ.ს ირონიული ტაშის დაკვრა და ეგეთები არ გინდა რა კვარა. უფრო მეტად გადაგემტერებიან მსაჯები.:(
Skeleton
20:14 07-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული