სლუცკი: კვარაცხელიას გიჟური მომენტი რომ გამოეყენებინა...

AutoSharing Option
"როსტოვთან" 1:5 განადგურების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ძალიან ძნელია წაგების შთაბეჭდილების ფორმულირება. შეგრძნება მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ, კვარაცხელიას გიჟური მომენტი გვქონდა, რომლის რეალიზება იყო საჭირო. იმის ნაცვლად, რომ შესვენებაზე 2:0-ზე გავსულიყავით, 1:1-ზე გავედით. მეორე ტაიმში საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც არსებითად თამაშში დაბრუნების შანსი არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ისევე როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც განმიცდია, თუმცა ეს მაინც ყველაზე უცნაური იყო,
რადგან ჩემი აზრით, ასეთი ანგარიშისთვის დომინირება "როსტოვს" არ ჰქონია. ისღა დამრჩენია, მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.

- თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მატჩის მნიშვნელოვან პერიოდში მომენტების რეალიზაცია მაინც გადამწყვეტია? ხვიჩას რომ გაეტანა, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო.
- რა თქმა უნდა. ამისგან შედგება ფეხბურთი.

- თქვენ ადრე ამბობდით, რომ გუნდში კრიზისი არაა, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლაც თვლით, რომ "რუბინს" პრობლემები არ აქვს?
- გააჩნია, რას ვუწოდებთ კრიზისს და ამას როგორ ვაფასებთ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
უკვე გაცვდა ეგ ტექსტი მაგრამ კიდე ვიტყვი, მოაშორონ რუსეთს ეგ ბიჭი, მოაშორონ ამ ქვეყანას. ვერაფერით დავიჯერებ, რომ ან იტალიაში ან ესპანეთში ან გერმანიაში, რომელიმე საშუალო დონის გუნდში მისი ადგილი არ გამოიძებნება და არავის მოუნდება. ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს სხვანაირად უდგებიან, პრესაც ადეკვატურია, გულშემატკივარიც და პროფესიონალირ ფეხბურთს თამაშობენ.
სანამ დალეწეს ან მოტივაცია გაუნადგურეს მოაშორეთ რუსეთს. ჯერ პატარაა ასაკით და ერთი ორი წელი თუ ითამაშებს საშუალო დონის გუნდში არაფერი უჭირს, თუ კარგად წაუვა თამაში მერე დიდ გუნდშიც მოხვდება.
მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთს ყველაფერი ჯობია.
საუკეთესო წლებს რუბინში რატომ უნდა ატარებდეს.
მოინდომეს მისით გამდიდრება :(
Skeleton
22:31 07-11-2021
3
ხო ხვიჩას დააბრალეთ ყველაფერი. კაცმა სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა მაგ ცხენებს და ვერცერთი ვერ გამოიყენეს. დაცვაში სრული კატასტროფა ქონდათ და კიდევ ხვიჩაზე ლაპარაკობენ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული