"რუბინის" სასტიკი მარცხი - ხვიჩას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინი" სტუმრად 1:5 დამარცხდა "როსტოვთან".

ყაზანური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ცდა არ დაუკლია. კვარაცხელიამ ერთხელ ბურთი ხარიხას გადააცილა, ერთხელ მეკარე პესიაკოვმა არ დაანება გატანა, მისი გადაცემები ინ ბომმა, ბაკაევმა და ონუჰამ ვერ გამოიყენეს, 56-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი იმის გამო მიიღო, რომ თანაგუნდელი ურემოვიჩის გაფრთხილების შემდეგ მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა.

მოკლედ, ქართველი "რუბინიდან" ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

"რუბინი" 19 ქულით მერვე ადგილზეა და
21 ნოემბერს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
გაღიზიანებულია ძალიან, ყველა შეხებაზე ისეთი რეაქცია აქვს, განსაკუთრებით მსაჯების მიმართ გამოხატავს პროტესტს. ძალიან რთულია მის ადგილას თავის დაყენება. რეალურად მაგ ასაკის ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, იქ სადაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ. სხვანაირად ვერ ხდებიან ვარსკვლავები. ვინიციუსი რომ აიღო იმდენი ადამიანი მუშაობს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, ფსიქოლოგები, ექიმები, მწვრთნელები და რავიცი...
საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი.
ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება.
ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული.
იმედია ასე იქნება
Sommer
13:12 08-11-2021
0
მე თუ მკითხავთ ძალიან კარგად ითამაშა--რამოდენიმე მაგარი დრიბლინგი გააკეთა პლიუს ძალიან აქტიური იყო და მინიმუმ 4 ისეთი პასი გააკეთა რომ ნორმალური თავდამსხმელები მინიმუმ 2 გოლს გაიტანდნენ ! ბაკაევმა რომ გაიტანა ის გოლიც ხვიჩას აქტიურობიდან გავიდა ორ კაცს რომ გასცდა კიდევ 3 კაცი გადავიდა მაგასთან და იმიტომ დარჩა ბაკაევი ფაქტიურად მარტო ! მოკლედ ნაკრების თამაშებს კარგ ფორმაში ხვდება და ესაა მთავარი !
zura222
12:55 08-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული