კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ანორთოსისმა" 1:0 დაამარცხა "პაფოსი", 12 ქულით მე-5 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 20 ნოემბერს "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.
გამარჯვებულ გუნდში შესვენებამდე ითამაშა ნიკა კაჭარავამ, გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადში ვერ მოხვდა.
ნამატჩევს კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.
"ფეხბურთელებს მოგებას ვულოცავ. ასეთ გუნდებთან ორი გამარჯვების მოპოვება ადვილი არ არის. მიხარია, რომ გოლი არ გავუშვით. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და მოპოვებული სამი ქულით სატურნირო ცხრილში წინ წავიწიეთ.
ახლა სანაკრებო პაუზისას დავისვენებთ და მუშაობას დავუბრუნდებით. ლორია
რაც შეეხება ნინიუას - 10 წუთიც რომ მოგეცეს, თავის წარმოსაჩენად უნდა გამოიყენო. კუნთის პრობლემა აქვს. ჯერჯერობით არც ჩვენ ვართ მისი აქ ყოფნით ბედნიერნი და არც თვითონაა კმაყოფილი", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.