Kazanfirst: ხვიჩამ ფორმა დაიბრუნა - იმის წარმოდგენაც საშიშია, რა გველის მის გარეშე სოჭში

AutoSharing Option
Kazanfirst-მა "როსტოვთან" "რუბინის" მარცხი (1:5) და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საკმაოდ ობიექტურად შეაფასა:

"რა შედეგი გვაქვს სეზონის პირველი ნახევრის დასასრულს? 19 ქულა, ამდენივე გაშვებული გოლი, 5 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება. ბევრი არაფერი და ვერ ვიტყვით, რომ ზამთრის პაუზის წინ "რუბინი" შემდეგ ოთხ მატჩს სუსტ გუნდებთან გამართავს. გუნდი სოჭში მიემგზავრება, სადაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ვლადიმირ ფედოტოვის კოლექტივს ეთამაშება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს მონაწილეობას (დისკვალიფიცირებულია - რედ.), ვითარება მთლად სამწუხარო ხდება.

საერთოდ, კვარაცხელიამ ურიგო
მატჩი არ ჩაატარა. მთელი საშინელების ფონზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, მისი პერფორმანსი შესამჩნევი არ არის, მაგრამ ქართველი ნამდვილად დაუბრუნდა თავის ყოფილ დონეს. მხოლოდ გოლის გატანა დარჩა და მაშინ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გაუადვილდება. აქ არავითარი კითხვა არ არსებობს - ხვიჩა "როსტოვთან" საუკეთესო იყო და ძნელია რაიმე პრეტენზია წაუყენო.
ვიღაც ელის, როდის დაბრუნდება ჯორჯე დესპოტოვიჩი. თითქოს ის მოვა და წესრიგს დაამყარებს. თუმცა, აი, მოირჩენს ტრავმას დესპოტი და მოედანზე დაბრუნდება. ჯერ სამი მატჩი ფორმის ასაკრეფად და საჭირო კონდიციებში მოსაყვანად დასჭირდება. ამას შესვენება, შვებულებები და დღესასწაულები მოჰყვება. შეკრებაზე რაღაც დონეს აჩვენებს, მაგრამ შეკრების მიხედვით მას არავინ შეაფასებს. თანაც, იქამდე შორია. საქმე ჯორჯში არაა - ის დაცვის თამაშს ვერ დაალაგებს.

"როსტოვთან" განადგურებამ ამ სეზონში "რუბინი" რაღაცნაირად წარმოსახა. არ არის სტაბილურობა, არ არის რეალიზაცია, არ არის დაცვა. შეტევის ზონის გასაძლიერებლად შეძენილებმა თავიანთი შედეგი ვერ გვაჩვენეს, ხოლო დაცვაში მოედანზე მხოლოდ ოთხს შეუძლია გავიდეს, რაც მთელ სეზონში, ბუნებრივია, საკმარისი არაა. შესძენს თუ არა ეს მარცხი გუნდს რაიმეს? ვწერ განსჯისათვის? იქნება ბიძგი წინსვლისთვის? ამას უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ ვნახავთ. ჯერ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. რა იქნება 21 ნოემბერს სოჭში - წარმოსადგენადაც კი საშიშია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა მთავარია შეწყდეს უაზრო მითქმა-მოთქმა მისი ტრანსფერების მიმართ... წარმატებები მოვა!!!
tngh
16:39 09-11-2021
0
ზოგჯერ გულის მოსაფხანად, მზად ხარ ყველაფერზე წახვიდე კაცი.. მე ვამართლებ!
ხვიჩამ ამ ტაშით ის სტრესი მოიხსნა, რაც ბოჭავდა. მისი თამაში უფრო ლაღი გახდება, აი ნახავთ თუ ესე არ იქნება.
კ ო მ ბ ლ ე
22:40 08-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული