Sportbox.ru ყოფილი რუსი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ალექსანდრ ბუბნოვის ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:
- რა ხდება ხვიჩა კვარაცხელიას თავს, გასულ ზაფხულს ის ევროპის წამყვან კლუბში უნდა წასულიყო...
- მიზეზების მთელი დასტა არსებობს... ხვიჩას ტრავმა ჰქონდა, მისი დესპოტოვიჩთან შესანიშნავი კავშირი კი დაინგრა. შემდეგ მომავალ კლუბზე ფიქრის გამო ქართველი დაიბნა, მოწინააღმდეგეებმა კი მისი თამაში შეისწავლეს - ახლა ისინი ცდილობენ, რომ ერთმანეთი დააზღვიონ, თუმცა კვარაცხელია არაერთ მშვენიერ დრიბლინგს ისევ გვთავაზობს, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ქართველს მისი საყვარელი მარცხენა ფლანგიდან გარღვევები
ცენტრისკენ უწევს, იქ კი მოწინააღმდეგეთა ბრბო ხვდება. მოკლედ რომ გითხრათ, "რუბინის" შემოქმედებითი თამაში მასზეა აგებული, რაც მოწინააღმდეგეს საფრთხის თავიდან არიდებას უადვილებს, რადგან რთულია თავისუფალი სივრცის ძიება, როდესაც მოწინააღმდეგის კარამდე მისასვლელად არაერთი ფეხბურთელი გიცავს... სწორედ ამის ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას გარემოს გამოცვლა, პირველ რიგში, მან "თათრების" შემადგენლობაში უნდა მოუმატოს, შემდეგ კი ახალ გუნდზე დაიწყოს ფიქრი. თუ ასე თამაშს განაგრძობს, კონტრაქტს ვერ გააფორმებს.
შეგახსენებთ, ამჟამად ხვიჩა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შვედეთთან (11 ნოემბერი) და უზბეკეთთან (15 ნოემბერი) სათამაშოდ ემზადება, შემდეგ კი ჩავა ყაზანში, სადაც მისი გუნდი "სოჭისთან" გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მოგეხსენებათ, "თათრებს" ამ მომენტისთვის რთული ვითარება უდგათ, კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ კი გუნდს ძალიან უჭირს (19 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან).
"სოჭისთან" ხსენებული შეხვედრა 21 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Sportbox.ru-ს მიხედვით
კარგი იქნება თუ ჟურნალისტებიც თავს შეიკავებთ და ზომიერები იქნებით კრიტიკისას, ასევე არ არის საჭირო ზღვარს გადასული ქება-დიდება. ეს ბიჭი ახლა იდგავს ფეხს დიდ ფეხბურთში და დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ჩემის მხრივ ერთ მოკრძალებულ რჩევას მივცემდი. ადვილი წასაკითხი გახდა მისი თამაში. უნდა გაამრავალფეროვნოს თამაში. მეტი იმუშაოს გუნდზე. იმიძრაოს, იცვალოს პოზიციები, ეძებოს სივრცეები და მეტი პასი. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძენს მისი დრიბლინგი მოულოდნელობას, ყოფილ ძალას და ეფექტს. ამისთვის ფიზიკაში აქვს სერიოზულად მოსამატებელი. წინ ბევრი შრომაა და ყველაფერი კარგად იქნება. მიდი "კვარა", ჩვენ გვჯერა შენი!