"ჭკვიანი, ტექნიკური, სწრაფი..." - Mundodeportivo ხვიჩას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-8 ტურში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 სძლია. ქართველის კარგ თამაშს ესპანური mundodeportivo გამოეხმაურა:

"2021 წლის 28 მარტს მან თავისი შესაძლებლობები ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ აჩვენა, ახლა კი შვედების კარში 2 გოლი გაიტანა. ხვიჩა ფართო საზოგადოებისთვის უფრო და უფრო ცნობილი ხდება, ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ მალე ქართველი "რუბინიდან" რომელიმე საუკეთესო ჩემპიონატში გადაბარგდება.

20 წლის ქართველი არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გახდა ვარსკვლავი. ჩვენ მიერ
ხსენებულ შეხვედრაშიც თავი მშვენიერი გოლით გამოიჩინა.

სკანდინავიელების წინააღმდეგ მის მიერ გატანილი ორი გოლი მის სათამაშო ინტელექტზე მოქმედებდა. 1-ელ შემთხვევაში კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დამატებაზე სწორ ადგილას აღმოჩნდა, მეორე ეპიზოდში კი ოლსენთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ჭკვიანი, ტექნიკური, სწრაფი - ასე შეგვიძლია დავახასიათოდ ის.

როგორც აღვნიშნე, კვარაცხელია ყაზანში გამოდის, თუმცა მას უფრო კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი სჭირდება, ზუსტად ისეთი, როგორიცაა ინგლისის პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1 თუ ჩვენი ლა ლიგა. მნიშვნელობა არ აქვს, ის როგორ ფორმაშია, მომავლის კონტურებიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთს მალე დატოვებს და ბედს სხვაგან ცდის" - წერია ესპანურ გამოცემაში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო გოლები?
რა კლასნი ჩაწოდებები გააკეთა, საგოლე :)
0
უზბეკეთთან მე ესეთ შემმადგენლობას დავაყენებდი: (ტაქტიკა იგივე რაც შვედებთან) კუპატაძე, დავითაშვილი(ლობჟანიძეს ნაცვლად. დაისვენოს საბამ და შეცვლაზე ითამაშოს), ჩაბრაძე(კაკაბაძის ნაცვლად) კაშია(შეუცვლელია), ხოჭოლავა, აზაროვი, გვილია, კვეკვესკირი(კიდე უფრო უნდა შეთამაშდნენ და მაგიტო არ შევცვლიდი ამ წყვილს საყრდენ ზონაში, ისე კანკავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ასაკშია მაინც და მალე დაგვემშვიდობება სამწუხაროდ), კვარაცხელია, ჩაკვეტაძე(წიტაიშვილის ნაცვლად), ვოლკოვი.
შოთა-მილანი
13:07 12-11-2021
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული