"თქვენს გამო არ თამაშობდა ხვიჩა ორი თვე" - "რუბინის" დირექტორი აღშფოთდა

AutoSharing Option
Calciomercato-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მაისში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გამო ჩაიშალა და ქართველით კვლავაც არიან დაინტერესებული. როგორც ჩანს, ეს "რუბინის" მაღალ ხელმძღვანელობას არ ესიამოვნა და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ამაზე რეაგირება მოახდინა.

"იცით რა, იქამდე, ვიდრე რამე არ მოხდება, მეტად ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ.

თქვენ ყველამ, ჟურნალისტებმა, მას თავი აუფეთქეთ - შედეგად ორი თვე ფეხბურთს არ თამაშობდა", - განუცხადა იაროვინსკიმ Eurostavka-ს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
10000% მარღთალია ეგ კაცი ! ან საქმე გააკეთონ და იყიდონ ან შეეშვან ერთი ადგილის თამაშს და დააცადონ ამ ბიჭს თამაში @@
zura222
00:09 13-11-2021
3
მსგავსი ჭორები ყველა ფეხბურთელზე იწერება, ვინც კი გაიბრწყინებს. ეგრევე მოჰყვება სტატიები, ამ გუნდს მოუხდებოდა, იმ გუნდს მოუხდებოდა, მილანმა ინტერესი გამოთქვა და ასე შემდეგ.
ასევე თუ სადმე ევროპულ პრესაში რაიმე დაიწერება ჩვენებსაც გადმოაქვთ და დებენ სოც. ქსელებში. რეალურად ეს რატომ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფეხბურთელისთვის? თავად ხო იცის რეალური წინადადება და ინტერესი არის თუ არა?
რუბინს ახლა უნდა, რომ ყველაფერი ან ხვიჩას ან ჟურნალისტებს დააბრალოს და თავის ბრალეულობაზე არ ისაუბროს. თავად ხომ იძახსნენ, დინოზავრს უფრო ადვილად შეხვდები კაზანში, ვიდრე ხვიჩა დარჩება რუბინშიო, მერე მოხდა ისე, რომ დააბრკოლეს ტრანსფერი, არ გაუშვეს, არასასიამოვნო სიტუაცია შეუქმნეს და რაღაც პერიოდი ჩაუვარდა ფეხბურთელს.
ამას დაემატა ტრავმა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ქართველი გულშემატკივრისგან, ნაკრებში ვერ ჩამოსვლის გამო.
ჩემი აზრით დიდი სისულელეა, ყველაფრის პრესისთვის დაბრალება. ახლა ორი გოლი რომ გაუტანა შვედეთს, ესპანურმა პრესამ ისეთი მაგარი სტატია მიუძღვნა, ჩვენებმა გადმოიტანეს და რატომ არის ცუდი ეს?
კომენტარებში ეგრევე დაიწყეს, ნუ თარსავთ და თავი დაანებეთ, თამაში აცადეთ და ასე შემდეგ.
რა ცრურწმენების ჯერა ამ ხალხს, რა დათარსვა ხალხო, ფეხბურთელია და ხან რა ჭორი დაიწერება მასზე და ხან რა.
პროფესიონალად ყალიბდება, მსგავს ჭორებს რატომ მიაქცევს ყურადღებას. თავად უფრო არ იცის ის სტატია ჭორია თუ მართალი?
ჩვენი გულშემატკივარიც არ არის გამოცდილი ამ საკითხში, თუ შეგხვდება მსგავსი სტატია დააიგნორე და დაელოდე მართლა გადავა თუ არა, რა საჭიროა ეს თვითგვემა, არიქა თარსავთ და ეს უაზრობები.
პრესის ინფორმაციები არ არის ცუდის მომტანი ხვიჩასთვის, გულშემატკივარი რომ სამარცხვინოდ მოიქცა და ტრავმის მოგონება დააბრალა ბიჭს, მერე პირადში შეუვარდა აგინა, ლანძღა და მატყუარა ეძახა აი ეს არის ყოვლად ამაზრზენი და ამისთვის გვაქვს მისახედი, თორე პრესამ უნდა წეროს რაც სურს ნიჭიერ ფეხბურთელზე, პრესა რომ წერას შეწყვეტს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის ფეხბურთელი საინტერესო.
ასე რომ ღმერთმა ნუ მოუშალოს ხვიჩას სტატიები და პრესის ყურადღება .
ხალხი ვერც კი ხვდება რას აპროტესტებს და რეალურად რა არის გასაპროტესტებელი
:)
Skeleton
10:18 13-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული