ცნობილ ჟურნალისტს ხვიჩას ხილვა სერია A-ს გრანდში სურს

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის წიგნში (Grand Hotel Calciomercato) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია:

"მე ძალიან მინდა კვარაცხელია "ნაპოლიში" ვიხილო. ის 20 წლისაა, დაიბადა საქართველოში, ამჟამად ყაზანის "რუბინში" მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ხვიჩა ზეწოლას არ განიცდის და ისეთი დარტყმა აქვს, რომელიც შეიძლება პუბლიკას მოეწონოს.

ხვიჩამ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო დიდ მატჩებში. გრძელფეხება, 183 სანტიმეტრი სიმაღლის, კარგად ფლობს ბურთს მარჯვენა ფეხით, თუმცა უფრო მარჯვე ცაციათია. ფიზიკურ ასპექტში კარგია, ფეთქებადია. შესანიშნავი აჩქარება აქვს
და ტემპის შეცვლა შეუძლია. ძალიან ტექნიკურია და დრიბლინგზე წასვლისას არ ეშინია ორივე ფეხით თამაშის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ა დაიწყეს უკვე!!!!!!
ლევანი
21:38 15-11-2021
0
მიხარია, რომ ამ ბიჭს კარგი პრესა ჰყავს და ბევრი იწერება ევროპაში მასზე. სატრანსფერ ფასიც შესაბამისი აქვს კვარას და არავის არაფერი გაუბუქებია. ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და არა გუნდმა ან აგენტმა.
საქართველოში ჯერ კიდე დათარსვების სჯერათ. არავინ თარსავს ფეხბურთელს. ცუდად მხოლოდ დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა მოქმედებს
მაგალითად ნაკრებში ვერ ჩამოსვლის გამო რომ აგინეთ და ტრავმა მოიგონაო რომ იძახდით.
ახლა სადაა ის ხალხი,ვინც იძახდა ნაკრებში თამაში ეზარება და რომ ჩამოვა დავუსტვინოთო.
ვერ დაუსტვინეთ მერე შვედეთთან? :დდ
როგორ სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს ასეთები.
მოიცა ერთ თამაშში ვერ გაიტანს გოლს და კიდე აყიყინდებიან აი თქვენი კვარაცხელიაო.
:)
Herbst
14:23 15-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული