ხვიჩას ახალი მსურველი კლუბი და "რუბინის" აწეული ფასი

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი ირწმუნება, რომ „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით „ვილიარეალი“ დაინტერესდა, ყაზანური კლუბი კი ახლა მას 25 მილიონ ევროდ აფასებს - ადრე 18-20 მილიონად აფასებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 20 წლის კვარაცხელიამ შვედეთთან დუბლი შეასრულა, ძალიან ლამაზად თამაშობს, ნიჭიერია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეუძლია ვარსკვლავი გახდეს:

„კვარაცხელიამ უკვე თქვა, რომ „რეალის“ გულშემატკივარია და უეჭველია, ოდესმე ესპანეთში ითამაშებს, სადაც მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ვილიარეალია“. მას იაფად ვერ ჩაიგდებენ ხელში, ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი დაუჯდებათ, ვინაიდან „რუბინმა“ იცის ფეხბურთელის პოტენციალი, რომელიც მათ
ხელშია“.

Sempremilans-ი „გაძეტა დელო სპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხვიჩასადმი ინტერესი „მილანმა“ განაახლა, მასზე უკვე ლაპარაკობენ, როგორც მომავლის მარგალიტზე, ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, პიოლის გუნდის იდეალურად გაძლიერება ძალუძს, ევროპის მრავალი კლუბი აკვირდება, ხოლო ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 20 /
როგორც ჩანს საიმანოვს მითითება აქვს ხვიჩა არსად გაუშვას.25 მლნ.ევრო რომ შესთავაზონ მაშინ 30 მლნ.ევროს დაადებს ფასს და ა.შ.იქნებ ქართველმა მილიონრებმა გამოისყიდონ და მერე ევროპაში გაყიდონ.არაფერს წააგებენ ფულს ამოიღებენ.ნაკრებს ხვიჩა ჭირდება.
გიგა
23 ნოემბერი 2021 13:42
0
რეალური ფასი 15 მილიონია, ეგეც კარგ ვარიანტში, რადგან ამ ეტაპზე სტაბილურობა აკლია. 20, მით უმეტეს 25 მილიონი, გაბერილი და არარეალური თანხაა.
მამუკა
16 ნოემბერი 2021 16:28
10
ხვიჩა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს რად უნდა ამას საუბარი.
უმაგრესია.
უბრალოდ რუსები ყველაფერს გაკეთებენ რომ მისი კარიერა არ შედგეს.
ეგენი ხომ ბოროტები არიან. ფული კიდიატ. მაგათთვის მტავარია ქართველმა წარმატებას არ მიაღწიოს.
las
16 ნოემბერი 2021 11:23
24
პუტინის კაბინეტში შედგა ხომ ეს გეგმა რომ ხვიჩა არ გაახარონ ? ამდენი იდიოტი საიდან გაჩნდით ამ ერთი ბეწო საქართველოში ????@@@
zura222
20 ნოემბერი 2021 06:23
1
რუსები არა, თათრები არიან. ყაზანის რუბინი.
ნუგზარი
16 ნოემბერი 2021 18:39
2
ყველა გამოხმაურება
Ras daobt raxirs da rara amis mesameds ver aketeben varskvlavia xmertma xeli moumartos ******
Gio
16 ნოემბერი 2021 09:36
1
7-8 მილიონია მისი რეალური ფასი, გაწელე-გამოწელე 10, გაიტანოს რუსეთის ჩემპიონატში 10-15 გოლი, ფასიც მოიმატებს.
Gio
16 ნოემბერი 2021 09:08
11
ამდენი კომენტარიდან ერთიც კი არ ამბობს რომ 25მლნ ეს არის დიდი აბსურდი. არ უნდათ ამ ბიჭის გაყიდვა ვერა ხვდებით.? დაუშვათ და გამოჩნდეს მყიდველი 25ად,ეგრევე 30მლნ-ს მოარტყავენ! მიუხედავად ხვიჩას კარგი თამაშისა,მისი ფასი 18ზე მეტი არ ღირს და აქ არაფერ შუაშია არასაფეხბურთო ქვეყანა! ვისაც არ გჯერათ ნახეთ გაბონელი ობომეიანგის ან სადიო მანეს ღირებულებები.ეს ორი უბრალოდ მაგალითისთვის, უამრავ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩამოვთვლიდი. ისე არც ერლინ ჰოლანია საფეხბურთო ქვეყნიდან,!
დავით 67
16 ნოემბერი 2021 03:38
3
ალექსანდრეს: გეთანხმები, თან სხვის საქმეში რომ ერევიან და ჭკუას ასწავლიან, რა უნდა დაწერონ და რა - არა.
ვახო
15 ნოემბერი 2021 23:22
1
სრული აბსურდია იმის მოთხოვნა, რომ საინფორმაციო საშუალებამ ინფორმაცია დამალოს და არ გაავრცელოს. ეს იგივეა მზარეულმა რომ კერძი არ გაამზადოს ან ექიმმა ავადმყოფს არ უმკურნალოს. ამ საიტზე ეს ხალხი თავის საქმეს აკეთებს და ვისაც არ მოგწონთ, ძალად ხომ არ გაკითხებთ ვინმე რამეს. თუ არ გინდათ, ნუ წაიკითხავთ. თან ეტყობა, ყველაზე მეტი მკითხველი ასეთ მასალებს ჰყავს და აგრესიული უმცირესობის გამო ხომ დაგვიმალვენ ინფორმაციას.
ალექსანდრე
15 ნოემბერი 2021 23:19
4
ძალიან კარგი ვარიანტია ვილიარეალი სადაც სათამაშო დროც ექნება საკმარისად. გუნდიც ტექნიკურია როგორც საერთოდ ესპანური ფეხბურთი.
ისიდორე
15 ნოემბერი 2021 23:13
0
ნუ დაიწყებენ ახლა ამას უნდა იმას უნდა, იმან განაახლა და ასე შემდეგ, აცადეთ რა ბიჭს
ზუკა
15 ნოემბერი 2021 22:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული