მწვრთნელმა მიქაუტაძის თამაში გარისკა და მან გოლი გაიტანა

AutoSharing Option
გუშინ walfoot-ი ირწმუნებოდა, რომ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მცირე ტრავმა მოირჩინა, მაგრამ სავარაუდოდ, მწვრთნელი ჟორდი კონდომი მის თამაშს არ გარისკავდა, მაგრამ არათუ გარისკა, არამედ სასტარტოში დააყენა და მან "ლეუვენთან" ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურის გასვლით მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა.

მიქაუტაძემ კლუბში ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, სულ კი ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 6 გოლია და კიდევ 3 თასზე აქვს გატანილი.

პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 1:0-ს იგებს. მასპინძელთა გუნდის შემტევი ლევან შენგელია სათადარიგოა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული