შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:
"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.
ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".
ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და ხვიჩა რა შუაშია საერთოდ. რა საჭიროა ასეთი დამცირებით საუბარი ფეხბურთელზე. შვედეთთან დუბლი რომ გაიტანა ერთი რამ მაინც ეთქვა დადებითი, ეგრევე მოგვახარა იცით ამდენი არ ღირსო :დ
სიმეონეს რომ იცნობს ის გაგვაგებინა თუ რა საჭირო იყო ეს კომენტარი?
სიმეონეს ეკითხება შემიხედე ერთი ამ ბიჭს რამდენად შემიფასებდიო? ფეხბურთია თუ სტამბულის მონათა ბაზარი :დ