შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
ამას ჯობია საერთოდ არაფერი თქვა.
ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და ხვიჩა რა შუაშია საერთოდ. რა საჭიროა ასეთი დამცირებით საუბარი ფეხბურთელზე. შვედეთთან დუბლი რომ გაიტანა ერთი რამ მაინც ეთქვა დადებითი, ეგრევე მოგვახარა იცით ამდენი არ ღირსო :დ
სიმეონეს რომ იცნობს ის გაგვაგებინა თუ რა საჭირო იყო ეს კომენტარი?
სიმეონეს ეკითხება შემიხედე ერთი ამ ბიჭს რამდენად შემიფასებდიო? ფეხბურთია თუ სტამბულის მონათა ბაზარი :დ
Skeleton
23 ნოემბერი 2021 21:53
22
ვატო არველაძე ღირს ზატო 20000, ტეხავს მსგავსი საუბარი. მალე ნაკრების რეკორდსმენი მეგოლე არ იქნები, ნუ ღელავ
სიმართლე
23 ნოემბერი 2021 23:35
6
შოთაჯან შენ და შენმა თაობამ ხომ თავი მოიკალით საქართველოს გულისთვის მახსოვს თქვენი ქვეყნის სიყვარული ფეხებზე რომ გეკიდათ ნაკრები, თავი რომ მოგაქვს ყველაზე მეტი გამიტანიაო, მასე სან მარიონოსაც ყავს თავის საუკეთესო ბომბარდირი, შვედეთის დონის ნაკრებისთვის გოლი არ გაგიტანია ამ ბავშვმა კიდევ ორი გაუტანა, ასევე ესპანეთს გაუტანა, საბერძნეთს, მაკედონიას ასე რომ მოდი რა სიმეონეს და ოვერმარსთან ახლობლობით ნუ გვეტრიპაჩები.
ნიკო
24 ნოემბერი 2021 01:22
18
მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სიმეონესთან ნაცნობობა გაამარიაჟა და დიდი მნიშვნელობა აღარ მიანიჭა რაც თქვა ხვიჩას მისამართით.
ამხელა ლეგენდა კაცმა მეტი სტიმული უნდა მისცეს ამ უნიჭიერეს ბიჭს თუ ირონიულად უნდა ილაპარაკოს ამდენი არ ღირსო და რაღაც უაზრო განცხადებები აკეთოს.
არ ველოდი ნამდვილად და ამ ბავშვისთვისაც გულსატკენია ეგ წამოსროლილი ფრაზები, როცა მხარდაჭერა ჭირდება უფროსი თაობისგან.
რუსებმა უკვე თარგმნეს და წაიღეს ეგ ინტერვიუ. ყველაფერს თარგმნიან რაც საქართველოში ხვიჩაზე იწერება და ცოტა ჭკუას მოუხმონ ამათმა. სირცხვილია
.
24 ნოემბერი 2021 01:43
4
მიყვარს შოთა, მაგრამ რაც ამის ფართხალი მაქვს ნაკრებში ნაყურები და ნამგლოვიარები ... თვითონ რას ფიქრობს თუ არა ოვერმარსი კარგად იყოს.
დევკალიონი
24 ნოემბერი 2021 01:36
2
შეშურდა თუ რა ლაპარაკია? 20 წლის ნახევარმცველს უფრო მეტი გოლი აქვს მსოფლიოს შესარჩევზე ვიდრე თავდამსხმელ შოთას. ოვერმარსმა მე რისი მოთამაშე ვიყავიო? პოზიციურ პასებს ვარიგებდიო?

ზუსტად ოვერმარსი იყო კონტრშეტევის ფეხბურთელი, რადგან სირბილის და ჩაწოდების მეტი არაფერი იცოდა.

ქეცბაიას გარდა კაცი ვერ ვნახე მაგ თაობაში. იმასაც ნერვები არ უვარგა ამათ ხელში.
???
24 ნოემბერი 2021 01:15
10
კონრტშეტევაზე თამაშობს ტოპ გუნდების დიდი ნაწილი თუმცა რა მერე? კონტრ შეტევააა ყველა სწრაფი შეტევა დაცვიდან წამოსული და მანდ უნდა სისწრაფე,დრიბლინგი და ფინიში.
დევკალიონი
24 ნოემბერი 2021 01:39
0
სწორი უთქვამს ოვერმარსს, პოზიციურ შეტევებში სუსტია ხვიჩა
ის
23 ნოემბერი 2021 21:18
36
მთლად ეგრეც არაა. უბრალოდ გუნდს უნდა შეეძლოს სისწრაფის გამოყენება
mindia
23 ნოემბერი 2021 22:07
6
მასე მარადონაც, მეკარედ სუსტი იყო.
აჩის!
26 ნოემბერი 2021 00:15
0
მჯერა, რომ ხვიჩა თავის სათქმელს იტყვის და თავის შესაბამის კლუბს მონახავს!!
სოსო
23 ნოემბერი 2021 23:38
0
ძალიან მაღიზიანებს მსგავსი გამოხტომები. სიმეონეს რომ იცნობს და აზრს ეკითხება გაგვაგებინა და სასიამოვნოა, მეც ძალიან ვაფასებ არველაძეებს, უბრალოდ ახალგაზრდებს სხვანაირად უნდა დაუჭიროს მხარი. არც ის მომეწონა ესპანეთთან მაგარი თამაშის შემდეგ კვარაზე რომ თქვა, იმედია 27 წლის ასაკშიც არ ვიტყვით რომ ნიჭიერაო, მაგ ასაკში უკვე პენსიონერი ხარო.
რა შუაში იყო 7 და 10 წლის მერე რა მოხდება იმის განხილვა, კარგად ითამაშა ფეხბურთელმა და რამე დადებითი მაინც თქვი.
ვითომ ქებით არ გავაფუჭოთი ამას აწვებიან?!
სინამდვილეში კი მიჩვეული არ ვართ კარგის დანახვას და მუდმივად ეს თვითგვემა მოგვწონს.
სატრანსფერო ფასს რაც შეეხება ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი და ჯერ ჯერობით ამ ქვეყანაში მაგ ფასი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია, რატომ აწვებიან ასე ,ამდენი არ ღირხარო არ მესმის.
თარგმნიან მერე რუსები და აგებენ ათასნაირ საზიზღარ სტატიებს ამ ყველაფერზე
Sommer
24 ნოემბერი 2021 00:17
6
სიმეონეს გადახდილი 120 მილიონი ხომ ღირს ფელიქსი და ოვერმარსის გაყიდული დე ლიხტი და დე იონგი ხომ ამართლებენ 90 მილიონიან ფასს?! არასწორი ხარ შოთა ამაზე რომ საუბრობ! პირიქით უნდა გესაუბრა...
ხორ'ხე
23 ნოემბერი 2021 23:56
6
ტენდენციაა ასეთი, მცდარი - უმეტესობას ზოგიერთ ძველ ქართველ ფეხბურთელზე რატომღაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
ვიქტორი
24 ნოემბერი 2021 00:14
2
ეგ იმიტომ რომ ქართველია.
აბა ფელიქსი უნდა ღირდეს 120 მილიონი და სანჩო 90 მილიონი
და კვარა 20 -იც არ ღირს? სასაცილოა
las
24 ნოემბერი 2021 09:30
3
სისულელე უთქვია მაგ შენ სიმეონეს თვითონ ათამაშებს გუნდს კონტრზე და მაგას თუარუნდა კონტრის მოთამაშე აბა რეალს უნდა? რობენის სტილის მოთამაშეა კვარაცხელია იმ განსხვავებით რომ რობენი ცალფეხა იყო..ეს ორივე ფეხით ურტყავს... ან რის კონტრის მოთამაშეა მასირებული იერიშის დროს არ გამოდგება? თავი რაღაცეები რო ჰგონიათ... ფელიქსი ვაბშე არაა ატლეტიკოს სტილის მოთამაშე ეგ უნდა წავიდეს ინგლისში ან რეალი ბარსაში.. ჩვენთვის კვარა 20 ღირს და 90თიც მთავარია ჩვენთან თავს არ ზოგავს გოლებს იტანს და არველაძის სიტყვებია მე რო ნაკრებში ტრამვა მივიღო ამით ვარჩენ ოჯახს და რავქნა მერეო და ყველა მაგის თაობის მოთამაშე ქეცბას გარდა ყველა ფეხებს უფრთხილდებოდით. ნახეთ და დატკბით კვარას წიტას საბას ჩაკვეს თამაშით გულით რო თამაშობენ და სისხლი რომ უდუღთ....
რომა
24 ნოემბერი 2021 14:22
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული