ხვიჩას საგოლე პასი, ტრავმა და "რუბინის" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა.

დედაქალაქელები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ამ მატჩში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. sports.ru აღნიშნავდა, რომ „რუბინმა“ მოულოდნელად სოჭში გამარჯვება მოახერხა და თუ სლუცკის ბანდა ქულას აიღებდა, ეს მათთვის დადებითი შედეგი იქნებოდა.

მატჩში მოვლენები კი ასე განვითარდა: სტუმრები 30-ე წუთზე „რუბინის“ ყოფილმა შემტევმა მაკაროვმა დააწინაურა. 30-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ვარელას გასცდა, ბაკაევს პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის დასასრულს ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა შუნინის კარის ცხრიანს.

შესვენების შემდეგ
მასპინძლები პენალტით დრეიერმა წინ გაიყვანა. 62-ე წუთზე მაკაროვმა ხვიჩა მოცელა. 65-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ყაზანელთა მცველ ზოტოვს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი მორომ ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ბალბუენამ ანგარიში მაინც გაათანაბრა. როგორც ჩანს, ხვიჩას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან კოჭ-წვივზე ხელი მოიკიდა და შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად 73-ე წუთზე მოედანზე მუსაევი შევიდა. 85-ე წუთზე მოსკოველთა პოლონელმა ლეგიონერმა შიმანსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რუბინი“ 22 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი ხვიჩა შეუბერე, ძველ დროს კი არ დაუბრუნდები, გაასწრებ ბევრად. გვეიმედები.........
სტალინი
29 ნოემბერი 2021 00:12
0
უნდა მოცილდეს რუსეთს.
ლაშა
28 ნოემბერი 2021 22:56
1
იმედია სერიოზული არაფერია. წინაზეც ისეთ დროს დაიტრავმა მალე რომ მთავრდებოდა სეზონი და შედეგიანობა ჭირდებოდა. ესპანეთთან და საბერძნეთთან რომ გაიბრწყინა მერე ითამაშა რუბინში და დაიტრავმა სეზონის ბოლომდე. იმედია ახლაც ასე არ იქნება.
რუბინის გვერდი იმ მეორე ფეხბურთელის ტრავმაზე წერს, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ხვიჩაზე არაფერს წერენ.
Skeleton
28 ნოემბერი 2021 20:56
0
რუბინი როგორც გუნდია საშუალო დონის რუსული კლუბია და მანდ განვითარება ძნელია, თავდასხმელი დესპოტის გარეშე არ ჰყავს ამ გუნდს, ისევ ჯობია ბაკაევი დააყენონ თავდასხმელად, თორემ თავის ფლანგზე დიდად ვერ აქტიურობს. დრაერი და პოლონელი არ ვიცი რატომ იყიდა დიდი ვერაფერი ფეხბურთელები არიან. ცენტრში კორეელს არა უშავს, კვარას სამოშნიკოვი უწყობდა რომელიც უფრო სწრაფია და ერთად უფრო კარგად უტევდნენ ფლანგიდან. ამ თამაშში კვარა რამდენჯერმე შეიწია ცენტრში და კარგ იყო. იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება, ისე ეს ჟესტი რომ აჩუმებს ვიღაცეებს არ მომწონს, ითამაშე რა ფეხბურთი და არაა საჭირო ზედმეტი ჟესტები, რაც გინდა ილაპარაკონ შენზე დაიკიდე კვარაა ყველაფერი და გულთან ნუ მიიტან ნურაფერს.
zaza
28 ნოემბერი 2021 20:36
0
ტრავმაზე დაწერეთ რა, რამდენად სერიოზულია და შემდეგ თამაშებში თუ იქნება :(
.
28 ნოემბერი 2021 19:58
0
მაგარი ბანძი გუნდია როგრმე თავი უნდა დააღწიოს და მოუმატოს თამაშს რეზულტატი უნდა
ელგუჯა
28 ნოემბერი 2021 19:49
0
ხვიჩას ნაკლები წარმატებები რუბინში გუნდის ბრალია- მთელი გუნდი ჩასვრილია გასულ წელთან შედარებით.რუბინი ფეხბურთს ვერ თამაშობს
მეტოქეებმა კი იციან რო ერთადერთ საფრთხეს ხვიჩასგან უნდა ელოდნენ და მის მხარეს მეტ კონცენტრაციას აკეთებენ.შუაში და მეორე ფლანგზე გახსნილ სივრცეებს კი რუბინი ვერ იყენებს.ეს არაა ის გუნდი რომელიც წინა წელს ხვიჩა-დესპოტი-მაკაროვი მაგარი გუნდი იყო.
Levani
28 ნოემბერი 2021 19:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული