ხვიჩა ჩიხში - როგორმე "რუბინს" თავი უნდა დააღწიოს, მაგრამ როგორ?

AutoSharing Option
„რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოსაგებ მატჩში დამარცხდა (2:3), გუნდთან, რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს შეხვედრა დედაქალაქელებს არ მოუგიათ, ყაზანელებმა წააგეს, რადგან მათი გუნდი დაუკომპლექტებელია და თუნდაც რუსეთში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მისი ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ამ დონისთვის კარგა ხანია აშკარად გადაზრდილია და უმოტივაციოდ იმყოფება.

ჩვენებურმა კოჭ-წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა. იქამდე კარგად ირჯებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა. ნამატჩევს ის მოედანზე დაბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „რუბინის“ მწვრთნელმა
ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ტანმაღალი ოლივერ აბილდგორის გარეშე სტანდარტულებისას გაუჭირდათ, უხეში შეცდომები დაუშვეს, სასტარტოს ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს, ხოლო მიხიალ კოსტიუკოვმა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოა. კვარაცხელიაზე არაფერი უთქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა შეცვლა, რაც სავსებით გასაგებია.

„რუბინი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და რუსეთშიაც კი არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ამდენად, ხვიჩა მოტივაციის გარეშეა და მთავარია, იქაურობას თავი დააღწიოს. რა თქმა უნდა, ამ კლუბმა მისთვის ბევრი გააკეთა და მასში გადაჭარბებულ თანხას სულაც არ ითხოვს - 20 მილიონიც ღირს და უფრო მეტიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ დენის მაკაროვში იმავე მოსკოვის „დინამომ“ 10 მილიონი გადაიხადა, ქართველი თუნდაც ორჯერ მეტი აღარ ღირს?

ხვიჩას შეფასებაში სუბიექტურნი არ ვართ, რამეთუ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჩინებულია: აქვს შესანიშნავი სისწრაფე და მათ შორის, სასტარტო, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშობს, ხედავს მოედანს, ზუსტ და დროულ გადაცემებს აკეთებს, კარგი დარტყმა აქვს; თითქოს ფიზიკურად ძლიერი არ ჩანს, მაგრამ გარღვევაზე წასვლისას მასზე ფიზიკურად ძლიერ მეურვეებს ტანს მოხერხებულად ჩაუდგამს და ამ მხრივაც არ უდებს ტოლს. უკვე დაცვასაც სათანადოდ ეხმარება. რაც მთავარია, ახალგაზრდაა, ზრდის პოტენციალი აქვს და გააჩნია ღრმა სათამაშო ინტელექტი.

ისიც არ შეიძლება, 20 წლის ბიჭს, ნახევარმცველს, მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუება, გოლების გატანა და გამარჯვებების მოპოვება მოსთხოვო და ეს მაშინ, როდესაც ყაზანურ გუნდს შეტევების განვითარების სხვა საშუალება, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავსაც უფრთხილდება და არ სურს, ღმერთმა დაიფაროს და, კოსტიუკოვის ბედი გაიზიაროს. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ტრავმის მიღება.

გამოსავალი მხოლოდ წასვლაა, მაგრამ კლუბი ასე ადვილად ვერ შეელევა და მათი პოზიციაც გასაგებია. ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს, თორემ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ვინმე კომპეტენტურმა ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს და „რუბინის“ ხელმძღვანელობას აუხსნას, რომ ტრანსფერი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შამთხვევაში, ფინანსურად თავადაც იზარალებენ, მაგრამ ვინაა ამის ამხსნელი და გამკეთებელი?

მკითხველის კომენტარები / 17 /
Mag sashinelma kveyanam rogorc shen ambon caiyvana satamashot da progresirebashi daexmara rato arcerti evropuli gundi af dainteresda tavidan ???
Kutaisi
29 ნოემბერი 2021 03:34
11
17 წლის წაიყვანეს აქედან და მაგ ასაკში საქართველოს ჩემპიონატიდან რომელი ევროპული გუნდი წაიყვანდა. თუმცა პორტუგალიური გუნდიდან იყო რეალური ინტერესი მაგრამ აგენტმა არჩია მოსკოვის ლოკომოტივი.
Skeleton
29 ნოემბერი 2021 10:09
1
ახლა რათქმაუნდა ყველას გვინდა რომ ხვიჩა გადავიდეს ევროპის ტოპ ჩემპიონატის კარგ გუნდში სასურველია გრანდში და ვთლით რომ რუბინში წასვლა და 5 წლიანი კონტრაქტი არასწორი იყო მაგრამ 2 წლის წინ ლოკომოტივიდან რომ გადავიდა რუბინში ლოკომოტივი სთავქზობდა 2 წლიან კონტრაქტს რაზეც უარითქვს და რუბინში 4 წლიანზე მოაწერეს ხელი ალბათ მაშინ ვერავინ ვერ იფიქრედა იმას რომ წელიწადნახევარში ხვიჩა ამ დონეზე მეუმატებდა და სამწუხაროდ დღეს ფეხბურთელი იმ კონტრაქტი ს ტყვეობაში აღმოჩდა რასაც თვითონ მოაწერა ხელი აქ პრობლემა კონტრაქტშია და კლუბს თავისი ინტერესები აქვს გუნდის ლიდერს 10 მილიონად არ გაყიდის როცა 10 მილიონს თვითონაც იხდის ფეხბურთელების მოყვანისთვის
Gio
29 ნოემბერი 2021 03:00
0
როგორი საშიშია ყოველი მომდევნო თამაში და რისკია ტრავმის. უხეშად ჩაარტეს იმ ტრამამდე რამდენიმე წუთით ადრე და მაგიტომაც მოითხოვა შეცვლა. რათქმაუნდა ტრავმისგან არცერთ ჩემპიონატში არა დაზღვეული მაგრამ რუსეთში მიღებული და თან სატრანსფერო ფანჯრის წინ სრული კატასტროფა იქნება.
ეს სამი თამაში როგორმე თავს მოუფრთხილდეს, იქნებ მოხდეს სასწაული და ამ ზამთარში თავი დააღწიოს მაგ საშინელ ქვეყანას.
Skeleton
29 ნოემბერი 2021 02:58
0
საინტერესოა რატომ არ გააკეთეს კომენტარი ხვიჩას ტრავმაზე, სანამ შეცვლიდნენ მანამდე 10 წუთით ადრე ჩაარტყეს უხეშად და აშკარად მხოლოდ დისკომფორტის გამო არ მოუთხოვია შეცვლა. თვითონაც შეუძლია სთორიზე მაინც დადოს რაღაცეები, რაც ხალხს აინტერესებს და უბრალოდ თავისი ცუდი ან კარგი განწყობები გაუზიაროს გულშემატკივარს, თუნდაც ტრავმაზე დაწეროს თავად, მაგრამ არ არის აქტიური ამ მხრივ და ეგ ცუდია.
წინაზე ტრავმა რომ მიიღო არავინ იცოდა, დიდხანს რომ არ გამოჩნდა ვარჯიშებზე და ხალხმა კომენტარებში დაიწყო შეკითხვა სად არისო, მერე დადეს პოსტი ტრავმა აქვსო.
.
29 ნოემბერი 2021 02:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული