ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ყველას ამხნევებთ და არაბიძემ ასეთი რა დააშავა რაც სხვას არ დაუშავებია?! მაგრამყველამ ფეხი დაადგით და გალანძღეთ ხასიათებიო ბრექიო და ათასი რამ თქვენს გულში ჩაიხედეთ ყველამ აქ რომ წერთ ყველა ფეხბურთელს უნდა გვერდში დგომა როგორც ჩაკვეს კვარას არაბიძესაც მისნაირი ტალანტი არც დგეს ყავს საქართველოს მაგრამ პატრონი არ ყავს ამ ბიჭს და გული მწყდება ასე რომ უყურადღებოტ ყავთ. ჩვენს ერს არაფერი ეშველება სანამ ნათესაობით და ახლობლობით იქნება გვერდში დგომა და არა გამორჩეული ნიჭით!!!!
kaxa
30 ნოემბერი 2021 23:20
21
აუ ბოღმა მახრჩობს რა სად წაიყვანეთ ეს ბავშივი ? რას მიაღწიეთ ? თუ შეიძლება ან დინამო თბილისში ან ბათუმში წამოვიყვანოთ ფედერაციამ ჩაერიოს თუ შეიძლება ვკარგავთ ფეხბურთელს მაგარ ტალანტს გიო ყველა გულშემატკივატი დაგიდგებით გვერდით .
dato
30 ნოემბერი 2021 23:19
12
ამდენი ექსპერტი რო გყავთ იქნება ვინმემ აგვიხსნას რა უჭირს ამ ბიჭს და როგორ უნდა დაეხმარონ ან ვის შეუძლია დაეხმაროს
შოკირებული გულშემატკივარი
30 ნოემბერი 2021 23:09
0
ეტყობა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.არის იმის ვარიანტი,რომ კარგ ფეხბურთელად ვეღარ შედგება სამწუხაროდ.
ქომაგი
30 ნოემბერი 2021 22:46
4
მჯერა გიო დაბრუნდება
levan
30 ნოემბერი 2021 22:44
8
ხომ არ მოაწყობდით პირდაპირ ჩართვას გიორგი ჩაკვეტაძესთან,ქომაგებსაც გაეხარდებოდათ და არც გიორგისთვის იქნებოდა უსარგებლო ეს შეხვედრა.ჩაკვეტაძე დიდი ტალანტია და მის მომავალზე უამრავ ადამიანს შესტკივა გული!
gia jashi
30 ნოემბერი 2021 22:23
1
გიო ის ადამიანია ვინც ქომაგს თავი შეაყვარა. მის სახელს ვსკანდირებდით. იქნებ რა უჭირს. მეგობარო,ძმაო რით დაგეხმაროთ.
ბოკინიო
30 ნოემბერი 2021 22:21
0
არაფერს აკეთებსო იმას ნიშნავს არ ვარჯისობსო და ისე ფეხბურთს როგორ ითამაშებს? სანიოლმაც თქვა ვერ მანახვა რომ თამაში უნდაო! ხოდა ორივენი როგორ ტყუიან? თუ ახლავე გეზარება ვარჯიში ჯობია თავი დაანებე თამაშს და ტყუილად ნუ წვალობ.
G.LA
30 ნოემბერი 2021 22:15
0
დანებებული არ ექნება, თუ ესე გააგრძელა გამოაგდებენ სეზონის ბოლოს!
დინამო
01 დეკემბერი 2021 00:05
1
აქ რაღაცა მოულოდნელი სხვა ამბავია. ჟურნალისტებო გაარკვიეთ, იქნებ მხარში დგომა, ან რჩევა ჭირდება?
საქართველოს არ ყავს დასაკარგი ტალანტები!
ვაჟა მასწავლებელი
30 ნოემბერი 2021 22:06
7
გიო რა გჭირს . რატო აიცრუე გული . არავისზე ნაკლები არ ხარ შენ . იცოდე მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ
ტოტტი
30 ნოემბერი 2021 21:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული