ყაზაიშვილი საუკეთესოა - ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ K League 1-ის ხელმძღვანელობამ რჩეულები გამოავლინა. საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ჩემპიონატი 2 ნაწილისგან შედგებოდა - ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჩემპიონო ექსვეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ვაკოს "ულსან ჰიუნდაიმ", რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, 2021 წლის სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება ყაზაიშვილს - 28 წლის ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეთა კარი 9-ჯერ აიღო, რასაც 3 საგოლე პასიც დაამატა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში კონკურენცია იზრდება!!! წარმატებები ვაკოს!!!
tngh
14:37 07-12-2021
0
წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ წლებში, სამწუხაროდ მისმა გუნდმა ბოლო ტურებში ქულები დაკარგა და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა
გიორგი
14:36 07-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული