"რუბინი" "კრილიასთანაც" დამარცხდა... ხვიჩამ თავი ვერ გამოიჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18  ტურში "კრილიამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

ამრიგად, "თათრები" 18 ტურის თავზე 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავენ.

უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "კრილიას", რომელსაც 27 ქულა დაუგროვა და მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 26 თებერვალს "როსტოვის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
დავიჯერო მართლა გჯერათ,რომ კვარა შეგნებულად არ თამაშობს ან კიდევ უფრო მაღალი დონის ჩემპიონათში დამცველები ფიანდაზებს დაუგებენ და მჭიდროდ არ ეთამაშებიან.პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ რუბინს, ამ ეტაპზე საერთოდ რომ ათამაშებს სასტარტოში,ტრამვისა და იმ სატრასფერო ისტერიის შემდეგ ბიჭმა ჯერ-ჯერობით ფორმა ვერ აკრიფა, რაც დღეაც აშკარად გამოჩნდა. იმედია მეორე წრეში ფორმასაც დაიბრუნებს და შედეგიანობაც იქნება. აქ დაწერეს ერთ-ერთ კომენტში და მეც მგონია რომ შვედედთან გატანილი ის გოლები უფრო [ყარაულის თოფის არ იყოს] შემთხვევით გავიდა.
mees
11 დეკემბერი 2021 22:22
15
კარგი რა, ესპანეთთან და საბერძნეთანაც ყარაულის თოფი გაუვარდა? თუ შვედებთან მეორე გოლი შემთხვევით გაიტანა?
გიო
12 დეკემბერი 2021 02:25
2
სამოშნიკოვის ტრავმამ,რუბინის მარცხენა ფლანგი ძალიან დაასუსტა.მას სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ხვიჩა იძულებულია დაცვას ხშირად დაეხმაროს.2 ნომერზე რადენიმე კაცი სცადეს,ახლა ზუევს უშვებენ,მაგრამ აშკარად სუსტია.ასევე მარჯვენა ფლანგზეც ,იძულებით ზოტოვი თამაშობს და ვერც ის აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს.სწორედ აქედან ექმნება ძირითადი სირთულეები რუბინს და ფლანგელი შემტევები,მათ დასახმარებლად დიდ დროს ატარებენ უკან.არც თავდასხმის ცენტრში ჰყავთ გოლის გამტანი(დესპოტი შეცვლაზე შემოჰყავთ,მაგრამ ჯერ შორსაა ფორმისაგან).ერთი სიტყვით გუნდს ძალიან ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი აკლია და ბზარებს ვერ ფარავს.თამაშიც მოიშალა.ფაქტია,რომ ხვიჩა ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.მისთვის, შარშან თამაში თუ დღესასწაული იყო,წელს მძიმე, იძულებით სამუშაოდ გადაიქცა და დიდი ენთუზიაზმი ნამდვილად არ ეტყობა.მგონი სხვებიც ასე არიან
სოსო
11 დეკემბერი 2021 21:59
1
ჰაკშაბანოვიშმა რატომღა არ გაიბრწყინა ? უცნაურია )) კვარა არაფერ შუაში არაა! უაზრო ტრანსფერების ბრალია ეს რუბინის
კაპიტან გარდენბურგი
11 დეკემბერი 2021 21:15
0
სრული ქაოსია გუნდში დაცვიდან დაწყებული: ეს აბილდგორი ძალიან ტლანქია და ხშირად აგვიანებს/ვერ ასწრებს რეაგირებას, ასევე არასწორ რისკიან პასებს აკეთებს, მარჯვენა დაცვის ფლანგი სრული კრახი. ხვიჩა სამოშნიკოვთან ერთად უფრო აწყობდა ხოლმე, რადგანაც ორივე სწრაფია და მეტი სივრცეც თვისუფლდებოდა. ეს ჰაკშაბანოვიჩი რისთვის იყიდეს საერთოდ???? ძალიან ნელა მოძრაობს, ვითომ თავის თავზე უნდა აიღოს რაღაცეები ან ხვიჩს პასს არ აძლევს, თითონაც დაბორიალობს ვერც ურტყამს, ბოლოს კარგავს ბურთს ანუ თამაშს კლავს. მოთამაშეები ისე მოქმედებენ, თითქოს ერთმანეთს ხელს უშლიან. ერთი ეს კორეელი ქმნის რაღაცეებს, მაგრამ ეგეც ცოტა ნელია და ფიზიკურად სუსტია.ასევე, არანაირად არ ჩანს, რომ ვარჯიშებზე რაიმე ნორმალურ კომბინაციებს/სტანდარტულებს და ა.შ.ამუშავებდნენ და ხვეწდნენ. წესით ყოველ თამაშზე უკეთესად უნდა ეწყობოდნენ და ამ დროს პირიქით- ხარისხი თანდათან უარესდება. იმედია სადმე უკეთეს გუნდში გადავა სადაც თავის ადგილსაც იპოვის და მეტი მოტივაციაც ექნება!!
სოსო
11 დეკემბერი 2021 21:08
1
სწორი ანალიზია. უბრალოდ ერთს დავამატებ რომ ეს ჰაკშაბანოვიჩი ძალიან ნაბიჭვარი ფეხბურთელია, რასაც მაგას ვაკვირდები პასს უგვიანებს, ან არ უკეთებს როცა ხვიჩა გახსნილია. ამ თამაშიც ბევრჯერ არ გაუკეთა და თუ რამდენჯერმე მისცა, მაშინ გამოუვალ სიტუაციაში იყო. ისე მეჩვენება, რომ ხვიჩა ცოტა დამძიმებულია, თუმცა ტექნიკას მაგას ვერ წაართმევ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გუნდში ის თავისუფლად აკრიფავს სასურველ კონდიციებს და ძველებურად გაგვახარებს. ღმერთმა ქნას ამ ზამთარს გუნდი გამოიცვალოს.
ქომაგი
12 დეკემბერი 2021 02:15
1
ერთადერთი ხვიჩა ცდილობდა რაღაცას და იმასაც 2-3 ფეხბურთელი კეტავდა. დანარჩენი გუნდი იყო 0.კრილია რუბინის საჯარიმოში დაფრინავდა რასაც ქვია. მერე დაწერენ რუსი გამშავებელი ჟურნალისტები ვერაფერს აკეთებსო. იმას არ უსვამენ ხაზს, რომ რუბინი არ ვარგა არაფრად. რუსეთზე რომ გული აქვს აცრუებული ეგ თავისთავად. ამ ბიჭს სჭირდება სხვა ქვეყანა და ნორმალური გუნდი.
დავიჯერო იმდენიც არ შეიძლება ჩვენი მთავარი ტალანტი ნორმალურ გუნდში მოხვდეს?...
Sasas
11 დეკემბერი 2021 20:48
0
იქნებ არა კიარა უბრალოდ ვეღარ თამაშობს? იმ ორი გოლის დროსაც შვედეთთან უბრალოდ გაუმართლა. რაც ტრავმა მოირჩინა ხვიჩას ვეღარ ვცნობ, სულ უფრო და უფრო უკლებს
შოთა
11 დეკემბერი 2021 20:11
16
აქ ორი ვარიანტია. ან იზოგავს თავს, ან ფიქრობს ასეთ დაბალი კლასის გუნდში თამაში არ მეკადრებაო და რაღაცას უცდის.თუ რას თვითონაც არ იცის. იმდენად დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, რომ ცოტა გულნატკენი ვარ და შეიძლება ვცდები კიდეც. ღმერთმა ზამთრის ბოლოს სულ სხვა დონეზე ნანახოს გამიხარდება.
ჯუჯი
11 დეკემბერი 2021 19:47
2
არ თამაშობს და სწორიც არის, მარა სხვაგან რო გადავა, მერე ძველებურად თამაში მოუნდება, თუ არა, შეძლებს, თუ ვერა აი ამაშია საქმე. თან ნუ დაგავიწყდებათ სად უწევს თამაში რა კლიმატურ პირობებში, კაზანში გუშინ მინუს 7 იყო დღეს მინუს ცხრა, 15 20 გრქდუსამდე ელოდებიან, მიდი და ირბინე თუ მაგარი ხარ, რკინა ვერ უძლებს და ტყდება, ძვალს რა მოუვა, თუ ყოველ წამს ურახუნეს ფეხებში, ღმერთმა არ ქნას და მერე? მერე ჩადგება ფორმაში? მეტი არაა ჩემი მტერი, მაგათ ყურადღება მიაქციონ, სწორე ქნა ანანიძემ, წველა სპარტაკი, წველა სანამ ძუძუსთან უშვებდნენ და მერე ჰაიდა მარა ფეხზე დადგომა გაიჭირდა
ხედავთ ხო? აი ამაშია საქმე...
კ ო მ ბ ლ ე
11 დეკემბერი 2021 19:05
4
თავად გუნდშია არაჯანსაღი სიტუაცია და ვისაც რამე პრასვეტი აქვს, ხვიჩა იქნება თუ სლუცკი, ჯობია დროზე აახვიონ სათათრეთიდან...
ვოოტ
11 დეკემბერი 2021 18:06
0
დააწყებინეს რუსული ფეხბურთი ბეი ბეგი
beqa
11 დეკემბერი 2021 18:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული