"რუბინი" "კრილიასთანაც" დამარცხდა... ხვიჩამ თავი ვერ გამოიჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18  ტურში "კრილიამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.

ამრიგად, "თათრები" 18 ტურის თავზე 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავენ.

უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "კრილიას", რომელსაც 27 ქულა დაუგროვა და მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 26 თებერვალს "როსტოვის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
დავიჯერო მართლა გჯერათ,რომ კვარა შეგნებულად არ თამაშობს ან კიდევ უფრო მაღალი დონის ჩემპიონათში დამცველები ფიანდაზებს დაუგებენ და მჭიდროდ არ ეთამაშებიან.პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ რუბინს, ამ ეტაპზე საერთოდ რომ ათამაშებს სასტარტოში,ტრამვისა და იმ სატრასფერო ისტერიის შემდეგ ბიჭმა ჯერ-ჯერობით ფორმა ვერ აკრიფა, რაც დღეაც აშკარად გამოჩნდა. იმედია მეორე წრეში ფორმასაც დაიბრუნებს და შედეგიანობაც იქნება. აქ დაწერეს ერთ-ერთ კომენტში და მეც მგონია რომ შვედედთან გატანილი ის გოლები უფრო [ყარაულის თოფის არ იყოს] შემთხვევით გავიდა.
mees
22:22 11-12-2021
15
სამოშნიკოვის ტრავმამ,რუბინის მარცხენა ფლანგი ძალიან დაასუსტა.მას სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ხვიჩა იძულებულია დაცვას ხშირად დაეხმაროს.2 ნომერზე რადენიმე კაცი სცადეს,ახლა ზუევს უშვებენ,მაგრამ აშკარად სუსტია.ასევე მარჯვენა ფლანგზეც ,იძულებით ზოტოვი თამაშობს და ვერც ის აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს.სწორედ აქედან ექმნება ძირითადი სირთულეები რუბინს და ფლანგელი შემტევები,მათ დასახმარებლად დიდ დროს ატარებენ უკან.არც თავდასხმის ცენტრში ჰყავთ გოლის გამტანი(დესპოტი შეცვლაზე შემოჰყავთ,მაგრამ ჯერ შორსაა ფორმისაგან).ერთი სიტყვით გუნდს ძალიან ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი აკლია და ბზარებს ვერ ფარავს.თამაშიც მოიშალა.ფაქტია,რომ ხვიჩა ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.მისთვის, შარშან თამაში თუ დღესასწაული იყო,წელს მძიმე, იძულებით სამუშაოდ გადაიქცა და დიდი ენთუზიაზმი ნამდვილად არ ეტყობა.მგონი სხვებიც ასე არიან
სოსო
21:59 11-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული