"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები კი ნელ-ნელა აქტიურობენ და სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ინგლისური "ვესტ ჰემი" "რუბინის" ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაესაუბრა. ბრიტანელებს აინტერესებთ, თუ რა თანხად შეელევიან ქართველ ტალანტს. წყაროს ცნობით, ყაზანურმა კლუბმა ტრანსფერში 13 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხვიჩას, თითქოსდა რუსეთის პრემიერლიგაში ეს სეზონი არასახარბიელოდ მისდის, თუმცა შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ხვიჩას სათამაშო სტილი დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს) გამოადგება.

მომზადებულია
footballinsider247-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ღმერთმა ქნას და შედგეს ეს ტრანსფერი , ტოტენჰემი იდეალური შანსია მის უFრო მეტად განვითარებისათვის რაც დზალიან კარგი იქნება მისთვის და მთლიანად საქართველოს ნაკრებისათვის, წარმატებები კვარო ჩვენ შენთან ვართ:) Yველაფერი კარგად იქნება.
Georgia online
21 დეკემბერი 2021 16:30
1
ვნახე და წავიკითხე ვესტ ხემის ყველა სატრანსფერო გეგმები და ხვიჩას გარდა კიდევ 5 ფეხბურთელს განიხილავენ თვითონაც ვერ გარკვეულან რომელ რგოლში სჭირდებათ გაძლიერვა--იმ ექცსიდან მარტო ხვიჩაა შემტევი და დანარენები ზოგი მცველია და ზო0გი ნახევარმცველი და ყველაზე ხშირად სახელდება ლივერპულის მცველის ფილიფსის გვარი ანუ ისაა მთავარი მიზანი ბესტ ხემის იმ 6 ფეხბურთელიდან ! ასე რომ არაა ეს ხვიჩას ამბავი ასე დამაჯერებელი @
zura222
21 დეკემბერი 2021 13:01
3
მარტვილის მერანთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება. თანხაზე ვერ თანხმდებიან.
მეგრელი
21 დეკემბერი 2021 11:11
13
ეგ ეც ვიცი, ხვიჩა ეუბნება ინჯგიას, მათამაშე შენს კლუბში და 200 000 ევროს გადავიხდი თვეშიო, ის კი 202 000-სს ითხოვს და ფეხს არ იცვლის!
გივი
21 დეკემბერი 2021 13:06
1
ai აქ აrის ამის შესახებ ინფორმაცია
bbc.com/sport/football/gossip

ამიტომ ეს ისეთი "ჭორი" არის, რომელსაც საფუძველი, ალბათ, გააჩნია.
ქ. გ.
21 დეკემბერი 2021 03:21
3
ე ნიჭო მგონი გვეშველა ! ეს ძალიან სარწმუნო წყაროებიდან მოდის ! მაგრამ მეც რაღაცნაირად მეთანაღრება გული--მირჩევნია სერია ა ში ან ლა ლიგაში წავიდეს იმიტომ რომ ინგლისელი ვირი მცველები დაჩეხავენ (ვერ იტანენ ისინი ტექნიკურ და დრიბლიორ ფევურთელებს) თანაც სამუშაო ვიზის მიღებანდე ვერ ითამაშებს და ვინ იცის რამდენი ხანი გაიწელება ვიზის მიღება არაევროკავშირელი მოქალაქისთვის @ მაგრამ რუბინში დარჩენას და მოტივაცის გარეშე ყოფნას ნაღდად ჯობია ვესტ ხემის შემადგენლობაში ვარჯიში(სანამ ვიზას მიიღებს)
zura222
21 დეკემბერი 2021 00:38
7
https://www.whufc.com/ ეს ვესტ ჰემის საიტია. შედით ყველა და ნახავენ რომ ვადევნებთ თვალს. ხვიჩასთვისაც მხარდაჭერა გამოვა და ისინიც მიხვდებიან, რომ ხვიჩას ყიდვის შემთხვევაში ინტერესი კლუბის მიმართ ერთი-ათად გაიზრდება. წარმატებები!
კაპიტან გარდენბურგი
20 დეკემბერი 2021 23:05
3
მანდ ხვიჩაზე არაფერი არ წერია
zura222
21 დეკემბერი 2021 00:51
1
ერთ ხვიჩად რამდენი ლობიანი მოვა?
სარფიანი
20 დეკემბერი 2021 22:35
34
შენი ღირსების ფასად 1 ლობიანი თუ მაინც მოვა?!
Mama petre
21 დეკემბერი 2021 00:46
6
მე ლა ლიგისთვის უფრო მინდა კვარა მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რუსეთს მოშორდეს. ახლა გამოჩნდება რუბინის ნამდვილი სახე. ხო აღარ მოსწონთ ბოლო დროს მისი თამაში და ხო აკრიტიკებენ მუდმივად? გაუშვან ახლა 13 მილიონად. კვარას გულშემატკივრებს საერთოდ არ გვანაღვლებს ვინ რამდენს აიღებს ამ ტრანსფერში, სავარაუდოდ არც ხვიჩას უნდა აღელვებდეს. ჩვენი სურვილია კარგ გუნდში ვნახოთ ეგ ბიჭი, ვერავინ დამაჯერებს რომ ესპანეთის, გერმანიის ან ინგლისის საშუალო დონის გუნდში მისნაირი ფეხბურთელის ადგილი არ არის.
ყველა კომპონენტში ძალიან მაგარია და დანარჩენი გამოცდილება ასაკთან ერთად მოვა.
გაუშვას რუბინმა რაა :(
2022 ში მაინც აღარ ვნახო მაგ გაყინულ და არასაფეხბურთო ქვეყანაში
.
20 დეკემბერი 2021 22:27
0
მორიგი ტყუილი რომ სტატია გაიყიდოს.15 მილიონ გირვანქას კი არა 15 მილიონ დოლარსაც არავინ გადაიხდის დღევანდელ მდგომარეობის კვარაცხელიაში.
ვა რა დონეა
20 დეკემბერი 2021 22:15
32
ჯერ ერთი 13 მილიონი და არა 15 და საერთოდ ხვიჩას ფასი 18 მილიონი ასე რომ "ჰეითერებო" ჩაიჯ...
დათო
21 დეკემბერი 2021 16:46
0
ხვიჩა ნუ მიაქცევ ყურადღებას ბოღმიან ჩატლახების კომენტარებს! საქართველოში გულშემატკივრების 90 % ის შენ უყვარხარ!
რობი
20 დეკემბერი 2021 22:01
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული