"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები კი ნელ-ნელა აქტიურობენ და სასურველი ფეხბურთელების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ინგლისური "ვესტ ჰემი" "რუბინის" ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გაესაუბრა. ბრიტანელებს აინტერესებთ, თუ რა თანხად შეელევიან ქართველ ტალანტს. წყაროს ცნობით, ყაზანურმა კლუბმა ტრანსფერში 13 მილიონი ფუნტი მოითხოვა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ხვიჩას, თითქოსდა რუსეთის პრემიერლიგაში ეს სეზონი არასახარბიელოდ მისდის, თუმცა შვედეთთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასთან ერთად, ხვიჩას სათამაშო სტილი დევიდ მოიესს ("ვესტ ჰემის" მთავარ მწვრთნელს) გამოადგება.

მომზადებულია
footballinsider247-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 36 /
ღმერთმა ქნას და შედგეს ეს ტრანსფერი , ტოტენჰემი იდეალური შანსია მის უFრო მეტად განვითარებისათვის რაც დზალიან კარგი იქნება მისთვის და მთლიანად საქართველოს ნაკრებისათვის, წარმატებები კვარო ჩვენ შენთან ვართ:) Yველაფერი კარგად იქნება.
Georgia online
16:30 21-12-2021
1
ვნახე და წავიკითხე ვესტ ხემის ყველა სატრანსფერო გეგმები და ხვიჩას გარდა კიდევ 5 ფეხბურთელს განიხილავენ თვითონაც ვერ გარკვეულან რომელ რგოლში სჭირდებათ გაძლიერვა--იმ ექცსიდან მარტო ხვიჩაა შემტევი და დანარენები ზოგი მცველია და ზო0გი ნახევარმცველი და ყველაზე ხშირად სახელდება ლივერპულის მცველის ფილიფსის გვარი ანუ ისაა მთავარი მიზანი ბესტ ხემის იმ 6 ფეხბურთელიდან ! ასე რომ არაა ეს ხვიჩას ამბავი ასე დამაჯერებელი @
zura222
13:01 21-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული