"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი

AutoSharing Option
Sport24-თან ინტერვიუში "ურალის" 23 წლის დაღესტნელმა ნახევარმცველმა რამაზან გაჯიმურადოვმა (სურათზე მარცხნივ) თანაგუნდელებზე - ლეო გოგლიჩიძესა და ლუკა გაგნიძეზე და მოსკოვში შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა.

- თქვენ ისევ მეგობრობთ მცველ გოგლიჩიძესა და საყრდენ გაგნიძესთან?
- ლეო ძალიან მშრომელია. მისი "მოტყუება" ადამოვზე ადვილი არაა. იჯარით "კრასნოდარიდანაა", მაგრამ იმედია, ჩვენთან გაჩერდება: კარგი ცაცია მცველები ცოტაა.

გაგნიძემ ჩემ თვალწინ მოუმატა. ბიჭი 18 წლისაა და თუ გინდათ სიმართლე ვთქვა, როდესაც არ თამაშობდა, ისე რა ვარჯიშობდა. იმედგაცრუებული იყო. ეგონა, ყველაფერს ლანგრით მიართმევდნენ. მე და არსენი (ადამოვი) კარგად ვურთიერთობთ ლუკასთან,
რამდენჯერ ვუთხარი: "ირბინე, ირბინე". ართმევაც ეხერხება და კრეატიულიცაა, კარგი მომავალი ელის - თავისუფლად დამკვიდრდება მოსკოვის "დინამოში".

Sportall.Ge

- ეროვნულობის გამო პრობლემები გქონდა?
- მე საერთოდ იშვიათად აღმიქვამენ დაღესტნელად. აი, ცისფერი თვალები მაქვს. ცოტა ცხვირით თუ განვსხვავდები. ადრე მკვეთრად გამოხატული აქცენტი მქონდა.

პრობლემები მოსკოვში მექმნებოდა. ტელეფონი მინდოდა, მაგრამ "ველესში" ხელფასით ვერ გავქაჩავდი. М.Видео-ში სესხი არ მომცეს, რადგან დაღესტნელი ვარ.

"ტინკოფ ბანკიდან" დამირეკეს და ბინის შესაძენად სესხი შემომთავაზეს. საპასპორტო მონაცემები მომთხოვეს. დაბადების ადგილი რომ გაიგეს, მითხრეს: "ბოდიში, დაღესტნელებს არ ვაძლევთ". მაშინ რატომ რეკავდნენ?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ასეთი ვარსკვლავები თუ გყავთ სად არიან ნაკრებში რო ვერ ვხედავ? ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
4
წადი ბიძია და იჭიდავე თუ ჭიდაობა იცი, ბურთი რა შენი საქმეა
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული