
თბილისის "დინამოს" 24 წლის გვინეელი თავდამსხმელი უსმანე კამარა კარიერას რუსეთში გააგრძელებს, - იტყობინება "ჩემპიონატი".
კამარას ტრანსფერში "ასტანა" მზად იყო 200 ათასი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ურალმა" თბილისის "დინამოს" 380 ათასი შესთავაზა და მხარეები შეთანხმდნენ.
"ურალი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 3 მარტს გროზნოში "ახმატთან" ჩაატარებს.