ქართველების "შეტევა" "რუბინის" გვერდზე - ინტერესი ხვიჩას ტრანსფერზე

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" თანამედროვე სამყაროსთვის ცოტათი უცნაური გადაწყვეტილება შეცვალა, სოციალური ქსელები აღადგინა და ყველა პლატფორმაზე დაწერა, რომ "საახალწლო ვიდეოკლიპი არ იქნება." "ფეისბუქგვერდზე" ეს ფრაზა ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოსთან ერთად გამოჩნდა, რასაც ქართველი გულშემატკივრების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა მოჰყვა.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება. უკანასკნელად გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას "ვესტ ჰემსა" და "ევერტონს" უკავშირებენ, თუმცა, რამდენად სანდოა ეს სატრანსფერო ჭორი, რთული სათქმელია.

"რუბინი" ახლა ზამთრის შესვენებაზეა. გაზაფხულიდან ლეონიდ სლუცკის გუნდს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მოუწევს, რადგან ამჟამად მე-10 ადგილს იკავებს. ყაზანელებს რუსეთის
თასის მოპოვებაც შეუძლიათ.

altსტატისტიკა - ხვიჩა როგორ ცუდ ფორმაშიც უნდა იყოს, "რუბინსა" და რუსეთში მაინც საუკეთესოა

alt"ვესტ ჰემმა" ხვიჩას ტრანსფერზე "რუბინს" მიმართა - ყაზანელებმა თანხა დაასახელეს

altკვარაცხელიას "ევერტონში" ტრანსფერი შესაძლოა, რუსი მილიარდერის მეშვეობით გაიჩარხოს

მკითხველის კომენტარები / 3 /
კონტრაქტის შესახებ გაგიგია რამე? 4 წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული რა უფლება არ აქვს თუ წასვლა უნდა გაუშვასო))))) ესე იგი როცა ფეხბურთელს წასვლა მოუნდება მაშინ წავა კლუბიდან?)))))
ზურა
08:33 23-12-2021
1
ქართველებს გენაგლებიან სპეციალურად. ეგ ნიშნავს იმას რომ არ იქნებაო ტრანსფერი ზამთარში, "გარანტიაა" რუსული.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული