რუსული პრესა ხსნის, რატომაა ზაფხულზე მეტად ზამთარში მოსალოდნელი კვარაცხელიას ტრანსფერი და მისი პრემიერლიგაში გადაბარგება

AutoSharing Option
Matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომლებიც სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლიან.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. აი, რას წერს საიტი ჩვენებურზე:

"ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა სიტუაცია ახლა შეცვლილია. სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, "რუბინი" ახლა ევროტურნირების მონაწილე აღარ არის, გუნდმა სეზონის პირველი ნაწილი ჩააგდო და ეს ხვიჩას პროდუქტიულობაზეც აისახა, თუმცა ამას არ უმოქმედია მის მიმართ ინტერესზე.

მის სტატისტიკაზე გუნდი იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას, რამდენადაც გულშემატკივრები. ხვიჩა ისევ იმ ფეხბურთელად
დარჩა, ვისაც დიდებული პასი და დრიბლინგი აქვს.

"რუბინის" ვარდნა მხოლოდ შანსი შეიძლება იყოს სხვა გუნდებისთვის, რომ "რუბინს" ხვიჩაზე ფასი დააწევინონ და მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი ზამთარში უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო, როდესაც "რუბინმა" მას ძალიან დიდი ფასი დაადო.

ამჟამად ინტერესი პრემიერლიგის გუნდებიდანაა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ჩაერთო საქმეში საფეხბურთი აგენტი კრისტიან ემილე, რომელიც ლეონიდ სლუცკის წარმომადგენელიც არის", - წერია საიტზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რუსები უეჭველი აფარებენ ხვიჩას თამაშს ხელს და მის მიმართ ცუდ კომენტარებს აკეთებენ რადგან სხვა კლუბებს ინტერესი გაუქრეთ მაგრამ ეს ესე არ მოხდება და იმედია გააღწევს ამ საზიზღარ კლუბიდან და გადავა მართლა მაღალ ლიგებში
გივი ხუცურაული
21:25 25-12-2021
0
ხვიჩას აგენტი რომ ჰყოლოდა ნორმალური,ის ზაფხულში უკვე კარგ გუნდში მოხვდებოდა.ყველა ცდილობს ხვიჩათი ხვიჩაზე მეტი ფული გააკეთონ და ასე არ გამოვა.თუ ეხლა სხვა აგენტი ჩაერთო,იქნებ ის მაინც გამოდგეს პროფესიონალი და რეალური ვარიანტი გამოუძებნოს.
გაბო
00:06 25-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული