mktula დავითაშვილის ტრავმაზე წერს და გრიგალავას იხსენებს

AutoSharing Option
ვებგვერდი mktula "არსენალის" შესახებ საუბრობს. სტატიაში ქართველ მოქმედ და ყოფილ ლეგიონერებზეც წერენ:

"გასულ სეზონში კლუბი დაქვეითებას სასწაულებრივად გადაურჩა. ამის შემდეგ მათ გუნდიდან გაუშვეს ფეხბურთელები, რომელთაც ამ მდგომარეობაზე გარკვეული წვლილი მიუძღვოდათ, მათ შორის, გია გრიგალავაც - კონტაქტი აღარ გაუგრძელეს.

უკანასკნელ პერიოდში ტულის გუნდი ბევრად უკეთ თამაშობს და მე-12 ადგილამდე აღზევდა. მათი მთავარი ნაკლი არასტაბილურობაა. იმედია, კვლავ ბრძოლისუნარიანები იქნებიან, როგორც რამდენიმე წლის წინ.

"არსენალი" სეზონის განახლებისთვის მზადებას 10 იანვ
არს, თურქეთში დაიწყებს. ახლა ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ისაა, ზურიკო დავითაშვილის ცსკა-სთან მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს და მან სრულფასოვანი მზადება მოახერხოს."

შეგახსენებთ, დავითაშვილი ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია - კლუბში 3 გოლი გაიტანა, რომელთაგანაც ერთი გამორჩეული სილამაზის იყო; ეროვნულ ნაკრებში კი ბულგარეთისა და კოსოვოს ნაკრებების კარი აიღო. გარდა ამისა, უზბეკეთთან დავით ვოლკოვს გაატანინა.

alt"არც პენალტი, არ გაძევება დავითაშვილის წაქცევისთვის, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება" - "არსენალის" პრეზიდენტი აღშფოთებულია [VIDEO]

altდავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და კომენტარიც გააკეთა

altდავითაშვილი "არსენალში" გამორჩეული იყო და "რუბინისთვის" ემზადება


მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურიკომ, მე მგონი თავდაჯერებულობა დაიბრუნა,საკუთარი თამაშიც იპოვა და ადგილიც.ასე რომ ტრავმის შემდეგაც დარწმუნებული ვარ,მალე დაიბრუნებს ფორმას და ადგილს.
სოსო
26 დეკემბერი 2021 14:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული