ხვიჩა კვარაცხელიამ ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ მის ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და ლეონიდ სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა.

"ტრანსფერზე ჯერ არ ვარ ინფორმირებული არაფერი არ ვიცი წინასწარ... ვარ "რუბინის" ფეხბურთელი და თუ რამე სიახლე იქნება, ამას ყველა ერთად გავიგებთ.

განვაგრძობ მომზადებას რათა სეზონი განვაახლოთ კარგად და წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

რუსი ჟურნალისიტების კრიტიკა ჩემზე დიდ როლს არ თამაშობს... ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

მთავარი არის თუ რას ფიქრობ შენ და არც ვცდილობ, რომ რაიმე ვიკითხო.

რაც შეეხება სლუცკისთან
ინციდენტს, ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან არც ისე კარგი თამაში მქონდა... ალბათ, ემოციურობამ იჩინა თავი.

უბრალოდ ხელთათმანი დავაგდე ქვევით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, სწორი საქციელი არ იყო. ესეთი მომენტებიდანაც ბევრს ვსწავლობთ, შეცდომა იყო და მეც ბევრი ვისწავლე", - თქვა კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მომწონს როგორც საუბრობს. გამართულად, სერიოზულად, პროფესიონალურად.
არ მესმის ასეთ ადამიანს და სპორტსმენს პატივი როგორ არ უნდა სცე და ცუდი კომენტარები დაუწერო.
მაგ ცუდ კომენტარებზეც თქვა, ყველას აქვა აზრის გამოთქმის უფლება, ამას პატივს ვცემ და პრობლემას ვერ ვხედავო.
იმედია იმ ადამიანებისაც ესმის, ვინც გულწრფელად ურჩევს რუსეთიდან წამოსვლას. ეს არანაირი აკვიატება არ არის, უბრალოდ ვიცით და წინ ბევრი მაგალითი გვაქვს, რა დაემართათ ჩვენს ტალანტებს რუსეთში. ამაზე თუ დაფიქრდება კარგს იზამს.


Michael
00:58 27-12-2021
1
ცოტა მოთმინება ხვიჩა და მაქვს მოლოდინი რომ დიდ კლუბში ითამაშებ!!! ლოგიკურია ხვიცას დიდ გუნდში გადასვლა. ღვთის შეწევნით მალე წახვალ სასურველ ჩემპიონატში!!!
ბექა
21:00 26-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული