მას შემდეგ, რაც "ომონიას" კარში "აპოელის" თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილ გოლზე გაიღიმა, "ანორთოსისმა" ნიკა კაჭარავას ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა, მაგრამ უგუნდოდ დიდხანს არ დარჩება.
კვიპროსული 24sports-ის ცნობით, კაჭარავას სამსახურით ადგილობრივი აელ-ი დაინტერესდა, მაგრამ მას უფრო უკეთეს კონტრაქტს პოლონური კლუბი სთავაზობს და სავარაუდოდ, ექსტრაკლასაში გააგრძელებს კარიერას. შეგახსენებთ, ნიკა პოლონეთში "კორონასა" და "ლეხში" თამაშობდა.
ამ სეზონში 27 წლის კაჭარავამ ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ეგ სტატისტიკა თავდამსხმელისათვის ძალიან დაბალია...