განახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე" გაიაფდნენ

AutoSharing Option
transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. გთავაზობთ 6 ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ათლეტს.

ხვიჩას ფასმა 2 მილიონით იკლო. ქართველი შემტევის ღირებულება 2021 წელს 18 მილიონი ევრო იყო, იმავე წლის 29 დეკემბრის შემდეგ კი სატრანსფერო ფასი 16 მილიონი ევრო იქნება.

Sportall.Ge

სამაგიეროდ, ძალიან გაიზარდა "ჰათაისპორის" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ლობჟანიძის ღირებულება. 2021 წლის 21 მაისის საბაზრო ღირებულების მიხედვით, ქართველის ფასი 1.5 მილიონი ევრო იყო, განახლებული ვერსიით კი, 26 წლის სპორტსმენის ღირებულებამ 3.4 მილიონ ევრომდე აიწია.

Sportall.Ge

მესამე ადგილს ერთბაშად 3 ქართველი ფეხბურთელი იკავებს. ესენი არიან:
დავით ხოჭოლავა ("კოპენჰაგენი"), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი") და გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია"). სამივე სპორტსმენის ფასი 3 მილიონი ევრო გახლავთ.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, სატრანსფერო ფასების განახლების შემდეგ, ამ მომენტისთვის, "გენტის" შემტევის ღირებულება 2.7 მილიონ ევრომდე ჩამოვარდა... შეგახსენებთ, "ჩაკვეს" საბაზრო ღირებულება 2019 წელს 9 მილიონი ევრო გახლდათ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისწავლოს მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა უკვე თავისი ყველა ფეხბურთელისგან ითხოვს და ფასები ისევ მოემატებათ!
Guja Kakhadze
12:05 04-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული