აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
"ფანატიკი" და სხვა თურქული გამოცემები იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს.

აზაროვი უკვე თურქეთშია, ტრაბზონულ კლუბთან ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია, მალე მედშემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

ირაკლის "ტრაბზონსპორი" 1 მილიონ ევროდ შეიძენს და ტრანსფერს განხორციელებულად უახლოეს ხანში გამოაცხადებს.

აზაროვს წარმატებული სეზონი ჰქონდა - ბათუმის "დინამოს" რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რას ვიზამთ ასეთი სამწუხაროდ ქართული ფეხბურტის რეალობა მაქსიმუმსამ წლიანი გუნდები . რამხელა ძალა დააკლდა ბათუმს რით აპირებს აზაროვის დანაკლისის შვსებას ?აზაროვის ფლანგზე მესოკით მილიონი ევრო დადეთდა ...
civi
03 იანვარი 2022 21:10
1
სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს იმ დონის ჩემპიონატი რომ აქედან პირდაპირ ტოპ ჩემპიონატში წაიყვანონ ვინმე ბოლო 10-15 წლის მანძილზე სულ 2 ფეხბურთელი მახსენდება რომლებიც ტოპ ლიგის ბინადარ გუნდში გადავიდნენ ევროვნული ლიგიდან მჭედლიძე და ყენია და სამწუხაროდ ვერც ერთმა ვერ ითამაშა სხვადასხვა მიზეზების გამო ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არავინ წასულა ტოპში კანკავას გარდა რომელიც რეიმსში იყო 1 სეზონი დღევანდელი მოცემულობა ასეთი პირდაპირ ტოპ ლიგებში წასვლა საქართველოდან არის თითქმის შეუძლებელი მაგრამ საშუალო კლასის ჩემპიონატებიდან არის ინტერესი ქართველ ფეხბურთელებზე ბელგია დანია კვიპროსი თურქეთი რუსეთი შვეიცარია მეტ ნაკლებად ყველა ეს ლიგა თანაბარი დონის ჩემპიონატებია კვიპროსის გარდა რომელიც მათ შორის ყველაზე სუსტია თუმცა კარგი პირობები აქვთ საშუალო დონის ფეხბურთელებისთვის ჰონორალის თვალსაზრისით და სავარაჯიშო გარემოსი.
საქართველოს ჩემპიონატი სადაც 4 გუნდის გარდა სხვა არცერთ გუნდს არ აქვს აკადემია ჩემპიონატი სადაც ყოველ წელს 2-3 გუნდი იშლება არ ჰყავთ გუნდებს სპონსორები რომლებიც რეალურ ინვესტიციებს ჩადებენ კლუბებში რომ დონემ აიწიოს.
ჩემპიონატი სადაც გუნდებს სტადიონები არ აქვთ და ვისაც აქვს მოედნის საფარი არის საშინელ მდგომარეობაში.
14 წელია ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ევროტურნირების ჯგუფში შესვლა.
ქართული კლუბები ვერ ახერხებენ იმ ევროტურნირზე მოხვედრასაც კი სადაც შარშან გიბრალტარის სომხეთის გუნდები გავიდნენ იმ ჩემპიონატში ნიჭიერ პერსპექტიულ ფეხბურთელს როგორ დატოვებ? ან თუ შეეცდები დატოვო მაგ ფეხბურთელის მტერი ხარ მასე გამოდის ერთ მხარეს არის ტრაპზონი რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და თუ გახდა პირდაპირ ლიგაზე ჯგუფში მოხვდება და მეორე მხარეს ბათუმის დინამო რომელიც ან იზამს რამეს ან არაა კენჭისყრაზე და ბადეზეა დამოკიდებული ყველაფერი.
მე მივესალმები ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების უცხოეთში გაშვებას ოღონდ უნდა გაკეთდეს სწორი ტრანსფერი ისეთ კლუბში სადაც მას ექნება სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება.
გიორგი
04 იანვარი 2022 02:57
0
გავა 2-3 წელი და გაყიდის ტრაბზონსპორი მინიმუმ 5 მილიონად
კინგი
03 იანვარი 2022 21:02
1
1 millioni... ise tu gindat upasot gayidet MAGRAM unda chaacerot contractshi rom MIN 30 % gekutnis rodisac trabzoni gayidis am bijs, es rogor ver icavlet bolos da bolos...
gio emigranti
03 იანვარი 2022 20:51
3
თუ ეს 1 მლნ ევრო კლუბის განვითარებას სწორად მოხმარდება, ძალიან კარგი ამბავია.
კირკიტა
03 იანვარი 2022 20:17
11
1 მილიონი ევრო შენ რა ბევრი გგონია ფეხბურთში>???
Degraf
03 იანვარი 2022 21:10
0
არ მოეშვით ხომ მაინც სანამ არ გაყიდეთ თურქეთში. გეცდიათ 1 წელი კიდევ და შეიძლება ევროაიც ამოეყო თავი, მაგრამ საქართველოში არ ჩერდება არცერთი ნორმალური ფეხბურთელი და გუნდის უფროსობაც ხელს უწყობთ მალე გაყიდვაში. ასე უნდა ბათუმს ლიგის ჯგუფში მოხვედრა? ეეჰჰჰ, მეტი არაა ჩემი მტერი, 1 ეტაოსაც ვერ გადალახავთ
მუმუ
03 იანვარი 2022 20:31
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული