თურქული გამოცემები Fotomac-ი და haber61-ი იტყობინებიან, რომ სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ტრაბზონსპორმა" ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელ ირაკლი აზაროვის მიმართ ინტერესი განაახლა.
"ტრაბზონსპორი" გასულ წელს აზაროვის ტრანსფერზე ბათუმის "დინამოსთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ტრაბზონულმა კლუბმა მარცხენა მცველის პოზიციაზე შესაძენად ბერლინის "უნიონს" პოლონეთის ეროვნული გუნდის 22 წლის მცველის ტიმოთეი პუხაჩის თაობაზე მიმართა, რომელსაც ამ სეზონში თამაში საერთოდ არ უწევს. გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო მოსთხოვა, ეს ფასი კი "ტრაბზონსპორს" ეძვირა.
გამოცემების მტკიცებით, აზაროვი სამომავლოდ
"ტრაბზონსპორის" სერიოზული ინვესტიცია უნდა იყოს და მის სასურველ თანხად ყიდვას იმედოვნებენ.