"გადაჭარბებულმა ინტერესმა ხვიჩა დააზიანა" - რუსული მედია გაკვირვებულია

AutoSharing Option
რუსულმა Realnoe vremya-მ გასული წელი მიმოიხილა და დაწერა სპორტსმენებზე, რომლებმაც გაგვაკვირვეს. ერთ-ერთი ასეთი ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა:

"ჩვენს სიაში სპორტული სამყაროს გმირებიც არიან, რომლებმაც უსიამოვნოდ გაგვაოცეს. მაგალითად, "რუბინის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრი წინსვლა ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში აბსოლუტურად ვერ ამართლებს.

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიამ მოახერხა, მთელი (ყოველ შემთხვევაში, ევროპული) საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიექცია. 2020/21 წლების სეზონის 23 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ვხედავდით ფეხბურთელის ვირტუოზულ დრიბლინგებს -
მას ზოგჯერ მეტოქე გუნდის ორი ან თუნდაც სამი მცველი ეთამაშებოდა. გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა "რუბინს", მეოთხე ადგილი დაეკავებინა და ევროტურნირებზე ეთამაშა.

პრობლემები ჯერ კიდევ ახალი სეზონის დაწყებამდე დაიწყო, როცა მისი ფიგურის ირგვლივ უამრავი ჭორი გავრცელდა - სავარაუდოდ, "ტოტენჰემი" აპირებს აყვანას, "იუვენტუსი" და "მილანი" უკვე მზად არიან და ა.შ... ფეხბურთელები ასეთ ამბებს სწრაფად ხვდებიან - ეს შესაძლოა, აგენტის "თამაში" იყოს. გადაჭარბებულმა ინტერესმა ხვიჩა დააზიანა.

უკვე კონფერენს ლიგაზე ყველამ დაინახა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა პოლონური "რაკუვის" მცველები სულაც არ აღაფრთოვანა და  ოთხი ტაიმი ისე გავიდა, არც გოლი ჰქონია და არც საინტერესო მოქმედებები.

მალე გაირკვა, რომ RPL-ის გუნდებმაც გაიგეს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ხვიჩას - მან თავისი ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ ივლისში, ჩემპიონატის სტარტზე, "არსენალთან" მატჩში გაიტანა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში შვედეთთან მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა - ორჯერ მეტი, ვიდრე სეზონის უმეტესი ნაწილში. ახლა კი ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რა მოტივაცია აქვს ფეხბურთელს ყაზანში სათამაშოდ.

საუბარი ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადასვლაზე სადღაც დაიკარგა. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: იყო თუ არა ეს ინტერესი?"

altთუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია

altგანახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე" გაიაფდნენ

მკითხველის კომენტარები / 13 /
Uefa da fifam rato aukrzala saqartvelo da rusets ert jgufshi tamashi? albat gadacharbebuli siyvarulis gamo..romelsac rusuli media Arc malavs
Petre
10:30 30-01-2022
2
მაღალი კლასი მტკიცდება მაღალი კლასის გუნდებთან, ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის ნაკრებების კლასი თუ არ გყოფნით, შარშანდელი სეზონის ბოლოს სპარტაკი და ზენიტი ხომ მიგიფარჩაკათ და მეტი რაღა გინდათ?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული