ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვალენსიაში დღეში სამჯერადად ვარჯიშობს

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად შეკრებაზე ესპანეთის კურორტ ოლივაზე წაიყვანა, რომელიც ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ვალენსიის პროვინციის, საფორის კომარკის შემადგენლობაში შედის.

"გენტი" შეკრებას ხშირად გადის ოლივაზე. 3 იანვარს გუნდი ხანმოკლე შვებულების შემდეგ ანტვერპენიდან ალიკანტეში გაფრინდა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით მივიდნენ და უმალ საქმესაც შეუდგნენ.

გუნდთან ერთად არ არიან მაიკლ ნგადეუ, ტარიკ ტისუდალი და სულეიმან მარე, რომლებიც აფრიკის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. კოვიდი დაუდასტურდათ სინან ბოლატს, ლორან დეპუატრს, ნურიო ფორტუნას, ჯანი ბრუნოსა და იბრაჰიმ სისეს და ისინი ბელგიაში
დარჩნენ. კრისტოფერ ოპერი გუნდს ამ კვირაში შეუერთდება.

Sportall.Ge

ვანჰეზებრუკმა სანაპიროზე ვარჯიში 07:45 საათზე დაიწყო და ფეხბურთელები მზის ამოსვლას კროსით შეეგებნენ. 10:45 საათზე მეორე ვარჯიში ჩატარდა - მოედანზე ბურთით. სადილის შემდეგ დაისვენეს, ხოლო 16:15 საათზე მესამე ვარჯიში დაიწყო.

7 იანვარს "გენტი" ამხანაგურ მატჩში "ალკმაარს" შეხვდება, რის შემდეგაც შინ დაბრუნდება და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში, "კორტრიკს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, უკანასკნელ ხანს ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ ხვდებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის გამოცვლა მოუწევდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ღრმად ვარ დარწმუნებული ჩაკვე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებსაც გაახარებს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს
თენგაბი
08:52 05-01-2022
3
მიდი ჩაკვე აკრიფე ფორმა რააა ამდენი ხანია უფეხბურთოდ იყავი ნახევარი წელი გავიდა რაც ტრამვა მოირჩინე ეხლა დროა ყველაფერი უკან მოიტოვო აკრიფო ფორმა. ჩაკვეს ყველაფერი აქვს ამწუთას ძველი ტექნიკა სისწრაფე ერთი რაც აკლია ამ შეკრებაზე უნდა გამოასწოროს ეს არია გამძლეობა ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს რომ სირბილი არ დაეზაროს მთელი თამაში ერთ დონეზე ჩაატაროს. გუნდის ლიდერი უნდა ყოფილიყო და სკამზეც აღარ სვავენ იმიტომ რომ არ იხარჯება ბოლომდე არც ვარჯიშზე და თამაშიც არ იბრძვის ბურთის მოპოვებისთვის
რონი
09:14 05-01-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული