ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.
როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.
ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.
"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.
ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
მილიონად ყიდულობ ფეხბურთელს მაშინ თქვა ეგ მაგრამ 1.5 ევროზეა საუბარი აი ეს არის კომერციული კლუბი და მისი პოლიტიკა სანამ ბოლომდე არ გამოწურავენ და ამოიღებენ ჩადებულ თანხებს იქამდე არ გაუშვებენ და ამ გეტმა ერთხელ კინაღამ დაუნგრია კარიერა და ჯამრთელობა ჩაკვეს და ახლა სხვა გუნდშიც არ უშვებენ იჯარით რო ითამაშოს