"ფანტასტიკური და სამაგალითოა" - ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გააგრძელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს.

ჩაკვეტაძე ინგლისურმა კლუბმა იჯარით "გენტისგან" 2023 წელს აიყვანა, შემდეგ კი გამოისყიდა.

გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით აღფრთოვანება ვერ დამალა და ქართველი შეაქო: "ფანტასტიკური მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმისთვის, რათა კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, პროფესიონალი გახდე.

ის მშვიდია, გადამწყვეტი, თავისი პროფესიონალიზმით და შემართებით მისაბაძი, რომელიც პროგრესირებს და კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ახლა კონტრაქტის განახლება,ხელფასის მომატებას ნიშნავს,თუმცა ვადის გახანგრძლივება,მის გამოსასყიდ ფასსაც გაზრდის.ამით უოტფორდი ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუმოს ჩაკვე და თუ გაყიდვა იქნება,სარფიანად გაყიდოს.ჩაკვე,ამ კონტრაქტზე ხელის მოწერით,ადასტურებს,რომ ამ კლუბის დახმარება,თამაშითაც სურს და ფინანსურადაც.ძალიან დაეხმარნენ ხელმეორედ გახსნაში და ვფიქრობ გიოს მხრიდან ეს მადლიერების ჟესტი,ადვილი ასახსნელია.იმედი ვიქონიოთ,რომ კლუბი ბოროტად არ ისარგებლებს,მისი მადლიერებით.აქამდე ამის საფუძველი არაფრით მოუციათ,თუმცა რას გაიგებ,ადამიანისას.
სოსო
17:35 27-09-2024
0
ჩაკვეტაძე წინ მიდის,არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეორე ლიგაშია თუ არა,სხვა ფეხბურთელებზე ვიმსჯელოთ ნაკრების სათრევი რომ არის სფფ-ს ნეპოტიზმის დამსახურებით
სვანსკი
10:35 27-09-2024
14

სიახლეები პოპულარული