ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ "ჰამბურგში", ექვსთვიანი იჯარით განაგრძობს.

საიჯარო ხელშეკრულება "ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას "გენტთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელს "გენტში" თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდა.

"ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. ტიმ ვალტერის გუნდს, "შალკესა" და "ჰაიდენჰაიმის" მსგავსად, 34 ქულა აქვს.

ჩაკვეტაძის ახალი კლუბი 28 იანვარს, ამხანაგურ მატჩში დანიურ "მიტდიულანდს" შეხვდება, ჩემპიონატს კი 6 თებერვალს, "დარმშტადთან" სტუმრობით განაახლებს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ძან თარსი ჩემპიონატია ბელგიის ჩემპიონატი!
levani
28 იანვარი 2022 17:10
0
მას ცუდი აგენტი ჰყავს, კარგი აგენტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში არ მოაწყობდა ჩაკვეტაძეს.
ფეხბურთი
28 იანვარი 2022 15:56
2
მეორე ლიგა გერმანიაში არცისეთი კარგია მითუმეტეს ტრავები გადაიტანა გერმანია უფრო ფიზიკური და უხეში ლიგა
ამირან
28 იანვარი 2022 15:01
1
მეტი სადღა უნდა მოაწყონ, მაგაზე უკეთეს ტრამპლინზე ვერც იოცნებებ. ცოტა კი ცივა, მაგრამ ირანელები თამაშობენ და....
დდდ
28 იანვარი 2022 11:53
0
გამეხარდა
გიორგის გერმანიაში თუ გამოაცოცხლებენ
იქ უვარჯიშოდ და ოფლის დაუღვრელად არავინ გააჩერებს
მასზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული
წარმატებები ვუსურვოთ
თენგო
28 იანვარი 2022 10:33
0
გიო ცრემლები მომადგა ყველაფერი ერთად გამახსენდა ჰაბურგ შპორტფერიანი დიდი გუნდი იყო და სადაც არ უნდა იყოს მიზნები ყოველთვის ექნება მსოფლიოს აზანზარებდა და მაგ ზეობის ხანაში თბილისის დინამომ რო არა მსაჯების შეცდომები აჯობა კიდეც კიგანი კალცი ჰრუბეში რომელი ერთი დავწერო ქართველს ჰამბურგში არ უთამაშია არადა გუცავზე და ყიფიანზე იხვწებოდნენ .მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო ეხლა კი ჯერი შენზეა და აბა შენ იცი ღმერთს ვთხოვ გაგძლიეროს .
კაპიტანი
28 იანვარი 2022 10:21
0
არველაძემ მერე წავიყვან ინგლისშიო!?
მწვრთვნელი
28 იანვარი 2022 10:18
6
მოკლედ, ამირანია გამბურგი, კავკაიას მიჯაჭვული, ცოტა აკლდება, რომ ეს ჯაჭვი გაწყვიტოს და ქარVელის მეტი ვინ უშველის
ყარამანი
28 იანვარი 2022 10:11
1
აბა შენ იცი გიო ჰამბურგი მაინც ჰამბურგია ოთხმოციანების დასაწყისში მსფლიო დონე იყო ასე რომ მაგ გუნდს შენ თუ აღმავლობაში დაეხმარები ეს იქნება ჰამბურგის მეორედ მოსვალა კევინ კიგანის შმდეგ ღმეთმა ქნას ეს იყო გიო ჩაკვეტაძე .პ.ს ბოლოს ნისტალგია მომწვა გიო და გაახსენე მაგათ დინამო ჰამბურგის თამაში და უთხარი იმ დინამოს შთამოავალი ხარ .
kuxe
28 იანვარი 2022 10:03
0
ნეტა გაქაჩოს ჰამბურგში და იმ მართლა ბულდოგას ააცნეინონ გენკიდან ნახონ რა ბიჭს უნგრევდნენ კარიერას. რა სჭირდა ჩაკვეს იმისთანა რო იწუნებდნენ?! მჯერა ჩაკვე თავის სიტყვას იტყვის
რონი
28 იანვარი 2022 08:20
3

სიახლეები პოპულარული