ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ "ჰამბურგში", ექვსთვიანი იჯარით განაგრძობს.

საიჯარო ხელშეკრულება "ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას "გენტთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელს "გენტში" თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდა.

"ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. ტიმ ვალტერის გუნდს, "შალკესა" და "ჰაიდენჰაიმის" მსგავსად, 34 ქულა აქვს.

ჩაკვეტაძის ახალი კლუბი 28 იანვარს, ამხანაგურ მატჩში დანიურ "მიტდიულანდს" შეხვდება, ჩემპიონატს კი 6 თებერვალს, "დარმშტადთან" სტუმრობით განაახლებს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
წარმატებები გიო
EA7
27 იანვარი 2022 22:55
3
გამიხარდა.
100%
27 იანვარი 2022 22:52
3
ჰა ბურთი და ჰა მოედენი!!! აბა შენ იცი
cotne
27 იანვარი 2022 22:51
2
წარმატებები გიო , იმედია გარემოს შეცვლა და ნდობა დადებითად აისახება შენზე და გააჩუმებ ყველა სუბიექტურ თუ ობიექტურ კრიტიკოსს შენი თამაშით . გადატვირთვა სჭირდება შენს კარიერას და იმედია ჰამბურგი შენთვის იდეალური გუნდი იქნება . წარმატებები !
ATP 16
27 იანვარი 2022 22:48
3
მიდი რა გიო, მოინდომე პირველივე თამაშში დაგლიჯე ყველაფერი და მერე იმ ბულდოგის როჟიანი გენტის მწვრთნელის სიფათი გვაყურებინე რა, რა რეაქცია ექნება.
ტტტ
27 იანვარი 2022 22:47
4
წარმატებები ჩაკვე ❤❤❤❤
ემიგრანტი
27 იანვარი 2022 22:47
3
კარგი ამბავია. მთავარია ბელგიას მოშორდე. წარმატებები გიო
ლომი
27 იანვარი 2022 22:38
3
ვაა ნუთუ სიმართლეა, აღარაფერი აღარ მჯერა, მართალია იჯარაა, მარა იქნება უშველოს გარემოს შევვლამ.
რრრ
27 იანვარი 2022 22:38
2
რა მაგარია , ჩაკ შენ გენაცვალე ❤️ ისე გექნეას ბუნდესლიგაში გადმოგეყვანოს და მანდ დარჩენილიყავი კიდე ორი სეზონი ❤️
ლშა_იუვენტინო
27 იანვარი 2022 22:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული